ქეთევან დუმბაძე: ძალიან შევწუხდი და განვიცდი

“ძალიან შევწუხდი და განვიცდი”, – ასე გამოეხმაურ ნოდარ დუმბაძის შვილი, მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ქეთევან დუმბაძემ ონისე ოქრიაშვილზე ქუჩაში ფიზიკურ თავდასხმას.

ამის შესახებ მან “ნეტგაზეთთან” განაცხადა.

23 ივლისს, საღამოს, კომიკოს ონისე ოქრიაშვილს 3 პირი სახლთან დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა. მას ამ დროისთვის, კლინიკაში გამოკვლევები უტარდება.