ხათუნა ხოფერია: საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, მიეწოდება თუ არა გაზი ევროპას!

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია: უტოპიაშია ევროკავშირი. აზერბაიჯანსა და სომხეთში მიდიან და მოდიან — ტრალერებიო, გემები დაცურავენო სომხეთში, სასწაული ხდებაო. საქართველოზე ერთ სიტყვას არ ამბობენ — იმაზე, რომ ჩემს ქვეყანაში მშვიდობაა, რომ მე ვარ ძირითადი მაგისტრალი. საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, მიეწოდება თუ არა გაზი ევროპას! ამ დროს საქართველოს ხსენება არ არის. ეს არის სწორედ წნეხი, ეს არის სიძულვილის ენა პოლიტიკაში. ჩვენ ამის უფლებას არ ვაძლევთ. იფრინონ, იყვნენ თავისუფალ ფრენაში, ოღონდ თავზე ნუ დაგვასკდებიან. ჩვენ ვაშენებთ სახელმწიფოს. ნებისმიერი სახელმწიფოს მთავარი მისია არის თავისუფლების, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება. ეს ჩემს ქვეყანაში ძალიან კარგად კეთდება. მისცენ ქართველ ხალხს იმის უფლება, რომ მშვიდობა დაიცვან.

წყარო: „აჭარა TV“

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო