აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ვერ მიიღო კანონპროექტი, რომელიც ისრაელისთვის 17.6 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გამოყოფას ითვალისწინებდა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ვერ მიიღო “რესპუბლიკელების” მიერ შეთავაზებული კანონპროექტი, რომელიც სთვის 17.6 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებდა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი იძულებული გახდა კანონპროექტი კენჭისყრაზე გაეტანა პროცედურით, რომელიც მოითხოვს პალატის უმრავლესობის 2/3-ის – მათ შორის სულ მცირე 72 “დემოკრატის” – თანხმობას დამტკიცებისთვის. კანონპროექტმა ეს მხარდაჭერა ვერ მოიპოვა და ჩავარდა.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტ ს ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ პრეზიდენტი ვეტოს დაადებს კანონპროექტს, რომელიც მხოლოდ ისრაელის დახმარებას ითვალიწინებს და „არაფერს აკეთებს საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, რათა მათ პუტინის აგრესიისგან თავი დაიცვან“.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია