ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას უკრაინის მხარდაჭერისთვის სპეციალური ინსტრუმენტის შექმნაზე, რომლის ბიუჯეტი 50 მილიარდი ევრო იქნება

ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას უკრაინის მხარდაჭერისთვის სპეციალური ინსტრუმენტის შექმნაზე, რომლის ბიუჯეტი 50 მილიარდი ევრო იქნება
ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის, ასევე ევროკავშირის წევრობის გზაზე საჭირო რეფორმების მხარდაჭერისთვის სპეციალური ინსტრუმენტის შექმნის თაობაზე. უკრაინის ფონდის საერთო ბიუჯეტი 50 მილიარდი ევრო იქნება. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
უკრაინის ფონდი ევროკავშირის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის საბიუჯეტო პროგრამას გააერთიანებს ერთ ინსტრუმენტად, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის თანმიმდევრულ და მოქნილ მხარდაჭერას 2024-2027 წლებში ომით გამოწვეული უპრეცედენტო გამოწვევების პირობებში.
„ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს ს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. უკრაინის ფონდი მოგვცემს შესაძლებლობას, უზრუნველვყოთ უკრაინა მუდმივი და პროგნოზირებადი მხარდაჭერით, რათა დაეხმაროს მის ხალხს, აღადგინონ თავიანთი ქვეყანა ს აგრესიის ომით გამოწვეული უპრეცედენტო გამოწვევების პირობებში. ამავე დროს, ეს მხარდაჭერა დაეხმარება უკრაინას, გაატაროს რეფორმები და მოდერნიზაციის ძალისხმევა მიმართოს ევროკავშირში მომავალი წევრობის გზაზე წინსვლისთვის“, – განაცხადა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ბელგიის ფინანსთა მინისტრმა, ვინსენტ ვან პეტეგემმა.
შეგახსენებთ, ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფას მხარი დაუჭირეს.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა