ფადოთი და ოკეანით განბანილი სხეულები

პინა ბაუშის ვუპერტალის ცეკვის თეატრმა თბილისის ბალეტის საერთაშორისო ფესტივალზე სახელოვანი გერმანელი ქორეოგრაფის სპექტაკლი, Masurca Fogo წარმოადგინა.

ძალიან დაგვიანებითმაგრამ მაინცმეოცე საუკუნის ერთერთი უდიდესი ქორეოგრაფისპინა ბაუშის შექმნილმა ვუპერტალის ცეკვის თეატრმა თბილისშიც ჩამოაღწიაეს არის კავკასიის რეგიონში დაისის პირველი გასტროლი და ამდენად, Masurca Fogo, რომელიც სამჯერ წარმოადგინეს ოპერისა და ბალეტის სცენაზეშეიძლება აღვიქვათ როგორც კონტრასტულისოციალური და ეგზოტiკური ქორეოგრაფიული ჩაროზიფესტივალის კლასიკური და მრავალჯერადი პადედეების ფონზე.

Masurca Fogo (“ცეცხლოვანი მაზურკა”) ლისაბონის მსოფლიო გამოფენისა  (EXPO 98) და ლისაბონის გოეთეს ინსტიტუტის თანამშრომლობით, 1998 წელს შეიქმნაცოტა ხნის წინ, 2026 წლის იანვარშივუპერტალის ცეკვის თეატრმა გააცოცხლა ეს დადგმა და საინტერესო ის არისრომ მოცეკვავეები – დაფნის კოკინოსინაზარეთ პანადერო და აიდა ვაინიერირომლებიც ჯერ კიდევ მსოფლიო პრემიერაში მოანაწილეობდნენ და რომლებიც თეატრის დაარსების დღიდან დასის წევრები არიანისევ გამოჩნდნენ სცენაზე.

„1973 წლიდან მოყოლებულიროდესაც პინა ბაუშმა ცეკვის თეატრი დააარსა, 2009 წლამდეანუ გარდაიცვალებამდემან 47 სპექტაკლი დადგა – განაცხადა ოპერის თეატრში გამართულ პრესკონფერენციაზე თეატრის სამხატვრო და აღმასრულებელმა დირექტორმადანიელ ზიკჰაუსმაყოველ ახალ სეზონზე ვცდილობთ ათი სპექტაკლი მაინც შევინარჩუნოთ რეპერტუარშივდგამთ როგორც მის ადრეულ ნამუშევრებსმაგალითად „კაფე მიულერს“ და „კურთხეულ გაზაფხულს“, ასევე 80-იანი წლების სპექტაკლებსროგორიცაა „მიხაკები“ და „პალერმოპალერმო“. გასული საუკუნის 90-იანი წლების რეპერტუარიდანაა სწორედ Masurca Fogo, რომელსაც მაყურებელი თბილისში ნახავსასევე აღვადგინეთ ის სპექტაკლებიცრომლებიც პინა ბაუშმა 21-ე საუკუნეშისიცოცხლის ბოლო წლებში შექმნა“.

მაზურკა“ ბაუშის ალბათყველაზე მგრძნობიარეირონული და მსუბუქი ოპუსია მისი შედარებით დრამატულიხშირად პირქუში და გენდერული იდენტობის ძიებებით აღბეჭდილი სხვა წარმოდენების ფონზელისაბონის შთაბეჭდილებებით შთაგონებული წარმოდგენა გაჟღენთილია მგრძნობიარე სითბოთიყვავილების დამათრობელი სურნელით და ოკეანიდან მონაბერი ჰაერითთუმცა ქორეოგრაფი მუდმივად შეგვახსენებსრომ ის ცეკვის თეატრის ლაბირინთში მიგვიძღვება და არა რაგინდ მოდერნისტუად “ნაშენებ” ბალეტში (თუმცა ვისაც “ორფეოსი და ევრიდიკე” ნანახი აქვსრომელიც პარიზის “გრანდ ოპერამ” მისი სიკვდილის შემდეგ აღადგინადარწმუნდებარომ ესეც კარგად შეუძლია); რომ კუპიდონის ისრები ზოგჯერ ბასრი იუმორით გაჟღენთილ ნათელ შხამს ინახავენრომ მრავალჯერ გამეორებული მოძრაობები და ჟესტები ერთფეროვნებას კი არ ნიშნავსარამედ ემოციური დამოკიდებულების მოულოდნელ და ცვალებად ამპლიტუდას

სხვათა შორისპინა ბაუში არასდროს ყოფილა უნისექსის მომხრემისი ფანტაზიით შექმნილი ქალები ქუსლიანი ფეხსაცმლით დააბიჯებენგაშლილი თმებითა და ყვავილებიანი აბრეშუმის კაბებით ცეკვავენრომლებიც თითქმის ფარავენ მკერდსისინი ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურებიანეროტიზმს ასხივებენ და ამავე დროსბუნებრივად სასაცილოები არიანყვირიანდარბიანარასდროს ნებდებიან და საკუთარი სიტუაციის აბსურდულობას ირონიული ღიმილით ეგებებიანასაკოვანი ქალები კი გამოცდილი მონადირის თვალით აფასებენ ახალგაზრდა მამაკაცებს როგორც სცენაზეასევე დარბაზში.

მზისა და წყლის გარდა, „მაზურკა“ ძირითადად ნელივნებიანი და მელანქოლიური ფადოთია გაჟღენთილისწორედ ოკეანის კლდოვან სანაპიროზე (სცენოგრაფია პეტერ პაბსტი), ფადოთი განბანილი თუ განწმენდილი ქალები და კაცები (ტალღების ვიდეოპროექცია ამას კიდევ უფრო ამძაფრებსგვირჩევენ რომ  რაციონალიზმი და დეპრესია ცოტა ხნით დავივიწყოთ და სინათლესთამაშსსიცელქეს მივენდოთადამიანირაც არ უნდა სასაცილოდაბსურდულადან აფექტურად გამოიყურებოდესმაინც ბუნების ისეთივე ნაწილიაროგორც როგორც თავად ბუნებაროგორც მისი ნოტიო ჰაერი ან ოკეანის ტალღები.

ქორეოგრაფი მინორულმაჟორული ვარიაციების მონაცვლეობით იკვლევს მაღალ ქუსლებზე შემგარი ქალებისა და თეთრი პერანგებით შემოსილი კაცების ურთიერთლტოლვასაცმათი ინტიმურობის პოეტურ და ფიზიოლოგიურ მხარეებს მუდმივად თან სდევს რაღაც აუხსნელი სევდითა და დაძაბულობით გაჟღენთილი ჟესტებიპარადოქსული მოძრაობებიპოეზიის საზღვრებს მიღმა გასული სასაცილო სიშლეგე

ამ უცნაური და მარტოობის დამღით აღბეჭდილი ადამიანების გარემოში უწყვეტად და ჭრელი ძაფებით ნაქსოვი გობელენივით შემოდის სხვადასხვა ხმები და ჯადოსნური მუსიკა – ფადოსჯაზისტანგოსბატუკადას და კაბოვერდეს რიტმებისა თუ კოლაჟის სახითაქვეა ამალია როდრიგესიბალანესკუს კვარტეტიბადენ პაუელიდიუკ ელინგტონიგიდონ კრემერი და რაც მთავარიაინსტრუმენტული კომპოზიცია Raquel, რომელიც შექმნა კაბოვერდელმა მუსიკოსმა და გიტარისტმარუფინო ალმეიდამ (არტისტული ფსევდონიმით BAU).

ტრეკი განსაკუთრებით პოპულარული გახდა პედრო ალმოდოვარის ფილმით „ესაუბრე მას“ (Hable con ella), რომლის ფინალურ ეპიზოდში რეჟისორმა პირდაპირ გადაიტანა პინა ბაუშის ქორეოგრაფიული ფინალიცისიც უნდა ითქვასრომ ალმოდოვარის საკულტო ფილმმა ბევრად პოპულარული გახადა თავად პინა ბაუშის წარმოდგენა მთელ მსოფლიოშირომლის სამდღიანი გასტროლი თბილისში უკვე დაგვიანებულმაგრამ მაინც კულტუროლოგიურარქეოლოგიურ აქციად შეიძლება ჩაითვალოს.

ნიუიორკშიჯულიარდის ცნობილ სკოლაშიკლასიკური და ნეოკლასიკური ქორეოგრაფიის შესწავლის შემდეგ (პიანა სახელოვანი ქორეოგრაფის ჯერომ რობინსის მოწაფეც იყო), ერთი შეხედვითმოულოდნელად დაბრუნდა გერმანიაშირათა 1973 წელს დაეარსებინა საკუთარი კონცეფციით და წარმოსახვით შექმნილი თეატრირომელიც მოგვიანებით პინა ბაუშის ვუპერტალის ცეკვის თეატრის სახელით გაიცნო მსოფლიომთუმცასინამდვილეში ეს უფრო 30-იანი წლების ცნობილი და შემდგომ მივიწყებული გერმანული ექსპრესიონიტული ცეკვის სკოლის რეინკარნაციისა და ახალი არტრეალობის გაცნობირების დასაწყისი იყო.

Masurca Fogo-ს ფინალი ყველა სხვა ეპიზოდზე ბევრად შთამბეჭდავიარუფინო ალმეიდას მუსიკის ფონზე წყვილები მიყოლებით წრეზე მოძრაობენტერფების ყოველ ნაბიჯს თეძოების ოდნავ შესამჩნევ მოძრაობასაც ააყოლებენ და გეჩვენებათრომ ეს იმდენად მარტივიარომ ნებისმიერს შეუძლია  გააკეთოსთუმცა ამ მოძრაობაში იმდენად გულწრფელი სიმარტივე და გრძნობაა ჩადებულირომ ყველა რთულ პასაჟს ან შეკითხვას აბათილებსრომელიც მანამდე გესმოდათშემდეგ მუსიკითა და ოკეანით განბანილი ეს სხეულები სანაპიროს შეერწყმებიან და გაგრძნობინებენრომ ნევროზებით აღბეჭდილი შლეგი დრო და გარემო ცოტა ხნით შეიძლება დაივიწყოთ – სიმშვიდითა და ტრანსფორმაციით.

ავტორი დავით ბუხრიკიძე

წყარო