ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდები მსოფლიოში

საკონსულტაციო კომპანია Brand Finance-ის უახლესი კვლევის თანახმად, მსოფლიოში 100 ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდს ჯამურად 5 ტრილიონი დოლარის ღირებულება აქვს.
ბრენდის ღირებულებით პირველ ადგილს რეიტინგში 416.6 მილიარდი დოლარით Apple იკავებს. ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის ღირებულება ერთწლიან ჭრილში 74%-ით, დაახლოებით 217 მილიარდი დოლარით გაიზარდა.
Brand Finance-ის მიერ გამოკითხულების 50%-ის მოსაზრებით, მართალია კომპანიის მიერ შექმნილი პროდუქტები ძვირია, თუმცა, ხარისხის გათვალისწინებით, ამ ფასის გადახდა ნამდვილად უღირთ.
Apple-ის შემდეგ ყველაზე ძვირად ღირებულ კომპანიებს შორის არიან:
Microsoft – $340.4 მლრდ
Google – $333.4 მლრდ
Amazon – $308.9 მლრდ
Samsung Group – $99.4 მლრდ
ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდების წლევანდელ რეიტინგში ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. თუკი გასულ წელს, ამერიკული ავტომწარმოებელი კომპანია Tesla მე-9 პოზიციას იკავებდა, წელს ის ათეულის მიღმა აღმოჩნდა და მე-18 ადგილზე ჩამოქვეითდა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ გასულ წელთან შედარებით ბრენდის ფასი 12%-ით, 58.3 მილიარდი დოლარამდე შემცირდა.
წლევანდელ რეიტინგში ღირებულების ყველაზე მკვეთრი, 163%-იანი ზრდის მაჩვენებელი Nvidia-ს აქვს. კომპანიის ღირებულების აღმასვლა ხელოვნური ინტელექტის ბუმის გავლენით, ჩიპებზე მოთხოვნის კოლოსალურად ზრდამ განაპირობა. Nvidia მსოფლიოს 100 ყველაზე ძვირად ღირებულ ბრენდს შორის 30-ე ადგილს იკავებს.
ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდების ნახევარი, რომელთა საერთო ღირებულებაც 3 ტრილიონ დოლარს აჭარბებს, -შია დაფუძნებული.