„ჰამასი“ ომის სამუდამო შეწყვეტას, პალესტინელი ტყვეების გათავისუფლებას, ღაზის სექტორის აღდგენასა და ბლოკადის დასრულებას მოითხოვს

„ჰამასი“ ომის სამუდამო შეწყვეტას, პალესტინელი ტყვეების გათავისუფლებას, ღაზის სექტორის აღდგენასა და ბლოკადის დასრულებას მოითხოვს. ამის შესახებ „ჰამასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადება პასუხად მოყვა გასულ კვირას მძევლების გასათავისუფლებლად პარიზში შემუშავებულ შეთანხმებას.
განცხადების თანახმად, „ჰამასი“ კვლავ ითხოვს ომის სამუდამოდ შეწყვეტას, სა და ეგვიპტის მხრიდან ღაზის სექტორის ბლოკადის დასრულებას, სექტორის აღდგენას და პალესტინელი მძევლების გათავისუფლებას.
უფრო კონკრეტულად, განცხადების თანახმად, ჰამასმა “დადებითი განწყობით განიხილა შემოთავაზება” და ტერორისტული დაჯგუფება მოითხოვს “ყოვლისმომცველ და სრულ ცეცხლის შეწყვეტას, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ აგრესიის დასრულებას, დახმარების, თავშესაფრისა და რეკონსტრუქციის გარანტიას, ღაზის სექტორის ბლოკადის მოხსნასა და ტყვეთა გაცვლის დასრულებას”.
მხარეებს შორის მედიატორის როლის შემსრულებელმა კატარმა „ჰამასის“ განცხადება შეაფასა, როგორც “დადებითი პასუხი”, ხოლო -ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი შეისწავლის „ჰამასის“ პასუხს და ხვალ ვიზიტის ფარგლებში, პირადად განიხილავს მოვლენებს ისრაელის ხელმძღვანელობასთან.
როგორც მედია წერს, აღნიშნული პირობები ისრაელისთვის არ არის მისაღები, რომელიც ომის მოკლე პერიოდით შეწყვეტას ცდილობს მძევლების ეტაპობრივად გასათავისუფლებლად.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება