საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში, მოლითში ჩამოწოლილი მეწყრის გამო ზუგდიდი-თბილისის, ბათუმი-თბილისის და თბილისი-ფოთის რეისებზე არსებული მატარებლები ვეღარ გააგრძელებენ მოძრაობას და საწყის სადგურებში დაბრუნდებიან.
“უხვი ნალექის გამო დასავლეთ საქართველოში, მოლითში ჩამოწვა მეწყერი და რეისზე არსებული მატარებლები ვეღარ გააგრძელებენ მოძრაობას, კონკრეტულად ზუგდიდი-თბილისის (869), ბათუმი-თბილისის (801) და თბილისი-ფოთის (874) რეისებზე მოძრავი შემადგენლობები დაბრუნდებიან საწყის სადგურებში.
აღნიშნული რეისების შესრულება დამოკიდებულია ამინდზე, მატარებელთა მოძრაობა განახლდება ლიანდაგის სრულად გაწმენდისთანავე”. – აღნიშნულია რკინიგზის გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, გაუქმდა ხვალ 7 თებერვალს დაგეგმილი რეისები:
· თბილისი-ბათუმი (802),
· თბილისი-ზუგდიდი (870),
· თბილისი-ოზურგეთი-ქუთაისი (12/18),
· ბათუმი-თბილისი (803),
· ოზურგეთი-ქუთაისი-თბილისი (11/17),
· ფოთი-თბილისი (873),
· ხაშური-ზესტაფონი (6446),
· ზესტაფონი-ხაშური (6417).
უწყების ცნობით, გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ.