რესპუბლიკელი სენატორი როჯერ უიკერი: პუტინის ადგილი ციხეშია (ვიდეო)

“პუტინის ადგილი ციხეშია” — ამბობს, ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორი როჯერ უიკერი. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ომის დამნაშავეა და სრულად პასუხისმგებელია ომზე, რომელიც მან უკრაინაში დაიწყო.
სენატორი უიკერი ერთ-ერთია, ორივე პარტიის წარმომადგენელ 80-ზე მეტ ამერიკელ სენატორს შორის, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დაწესებას უჭერს მხარს. ამერიკელი კანონმდებლები ამბობენ, რომ სანქციები რუსეთის ეკონომიკის ძირითად სექტორებს – მათ შორის ენერგეტიკას, ფინანსებს, თავდაცვის ინდუსტრიას, ოლიგარქებს და თავად ვლადიმერ პუტინს დააზარალებს, ამასთანავე, რუსული ნავთობის მსხვილ მყიდველებზე ზეწოლას მოახდენს.

ასევე დაგაინტერესებთ

საია – მივიჩნევთ, რომ თორნიკე რაზმაძის მიმართ, „ფეისბუქ“ კომენტარის გამო ადმინისტრაციული საქმის დაწყება ცენზურის პრეცედენტია – მოვუწოდებთ შსს-ს, შეწყვიტოს წარმოება და თავი შეიკავოს კრიტიკული გამოხატვის კონტროლისა და დასჯისაგან

არქივი: მარგარიტა სიმონიანი: საქართველოს აღარავინ მოეფერება და იქ ჯარების გაგზავნასაც აღარავინ დაიწყებს. უბრალოდ პირდაპირ თბილისს დაარტყამენ, ისე რომ დიდად არც გაარჩევენ, ვის ან რას ურტყამენ. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ…