“ლელო – ძლიერი საქართველოს” წევრმა, ლევან სამუშიამ 8 პოლიტიკოსის საქმეზე და გუშინ, 14 ივლისს სასამართლო პროცესზე დაკითხულ მოწმეებზე ისაუბრა.
მისი თქმით, მას ყოველთვის აინტერესებდა, რა ხდებოდა 1937 წელს და 1937 წელი გუშინდელ პროცესზე გაუცოცხლდა.
ლევან სამუშიამ აღნიშნა, რომ ბადრი ჯაფარიძეს, მამუკა ხაზარაძეს და კიდევ 6 პოლიტიკოსს საქართველოს უკეთესი მომავლისთვის ბრძოლისთვის პოლიტიკური ბრალით ასამართლებენ.




