მიხაილო ფედოროვი – უფრო გამბედავად უნდა ვათავისუფლებდეთ ხალხს, რომლებიც ცვლილებებს ამუხრუჭებდნენ

უფრო გამბედავად უნდა ვათავისუფლებდეთ ხალხს, რომლებიც ცვლილებებს ამუხრუჭებდნენ, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მიხაილო ფედოროვი თანამდებობის დატოვების შემდეგ გამოსამშვიდობებელ პოსტში წერს.

„რაღაც ვერ გამოვიდა, ნატოს სტანდარტებთან და საღი აზრის შესაბამისად თავდაცვის სამინისტროს საორგანიზაციო ტრანსფორმაციის ბოლომდე მიყვანა. ახალი სტრუქტურა შევქმენით, ბევრი თანამდებობებიდან გავათავისუფლეთ, ბევრი პროცესი დავიწყეთ. მაგრამ უფრო გამბედავად უნდა ვათავისუფლებდეთ თანამდებობებიდან ხალხს, რომლებიც ცვლილებებს ამუხრუჭებდნენ.

[ვერ გამოვიდა] აბსოლუტურად ყველა შესყიდვის ტენდერებზე გადაყვანა. მიღებული გადაწყვეტილებებისთვის პასუხისმგებლობის კულტურის ფორმირება. მჯერა, რომ სწორედ გმირი უკრაინელი ერი ჩამოაყალიბებს ამ ინსტიტუციონალურ კულტურას“, – წერს ფედოროვი.

ცნობისთვის, 14 ივლისს უკრაინის უმაღლესმა რადამ პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადადგომას მხარი დაუჭირა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: გია ბარამიძეს აკავებენ 50 წელს გადაცილებული სამზარეულოში სპორტულებით მჯდომი, ნაკლებად დასაქმებული, საეჭვო განათლების მქონე მაგრამ უბანში “ჯიგარი” კაცის სახელის მქონე სადღაც ათასიდან ხუთიათასამდე ქოცის გულის მოსაფხანად

ზურაბ ჯაფარიძე: გიორგი ბარამიძის დაკავება სამშობლოს ღალატის ბრალდებით იმ რეჟიმის მიერ, ვინც ოკუპანტს ბოდიშს უხდის და ქვეყანა იზოლაციაში მოაქცია, არის ჩვეულებრივი რუსული, თავხედური ცინიზმი

ირაკლი ფავლენიშვილი გიორგი ბარამიძის დაკავებაზე – ახლა ჩვენ გვყავს პოლიტიკური პატიმარი, რომელიც მისი სიტყვების საკუთარი ინტერპრეტაციის გამო დაიჭირეს, რომელიც საჯაროდ აქვს უარყოფილი