ეს ჩემი პოლიტიკური გზის დასასრულია, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა პარლამენტში კითხვა-პასუხის დროს განაცხადა.
„როდესაც ესტაფეტას იბარებენ, ყველა პრემიერ-მინისტრმა იცის, რომ მოვა დრო, როდესაც მისი გადაცემა მოუწევთ… ეს ჩემი პოლიტიკური გზის დასასრულია,” – განაცხადა სტარმერმა.
შეგახსენებთ, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა 22 ივნისს განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
ცნობისთვის, სტარმერმა 6 წელი გაატარა როგორც „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა და ორი წელი, როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.




