ვინ არიან ამიშები: იდუმალი ხალხი, რომლებიც თანამედროვეობას გაემიჯნნენ

ამი­შე­ბი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­ხუ­რუ­ლი და იდუ­მა­ლი რე­ლი­გი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბაა არა მხო­ლოდ ამე­რი­კა­ში, არა­მედ, ალ­ბათ, მთელ მსოფ­ლი­ო­ში. ამ “არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ხალ­ხის” კულ­ტუ­რა და ცხოვ­რე­ბა სავ­სეა მრა­ვა­ლი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბით.

ამი­შე­ბის შე­სა­ხებ ბევ­რი წიგ­ნი და­ი­წე­რა, მი­უ­ხე­და­ვად მათი იზო­ლა­ცი­ი­სა და­ნარ­ჩე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან. ჰო­ლი­ვუდს უყ­ვარს მათ შე­სა­ხებ ფილ­მე­ბის გა­და­ღე­ბა, სა­დაც ისი­ნი ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რად არი­ან წარ­მო­ჩე­ნი­ლე­ბი. დიახ, ამი­შე­ბის კულ­ტუ­რა უსას­რუ­ლოდ იზი­დავს გარე დამ­კვირ­ვებ­ლებს. თუმ­ცა უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ მათი ცხოვ­რე­ბის წესი ხში­რად არას­წო­რად არის გა­გე­ბუ­ლი.

სი­ნამ­დვი­ლე­ში, ამ ყვე­ლაფ­რის უკან იმა­ზე მეტი იმა­ლე­ბა, ვიდ­რე ერთი შე­ხედ­ვით ჩანს…

ამი­შე­ბის სარ­წმუ­ნო­ებ­რი­ვი დოქ­ტრი­ნა ბიბ­ლი­ის მკაცრ და ზედ­მი­წევ­ნით ზუსტ გან­მარ­ტე­ბა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი.

1. ცის­ფე­რი…

ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქორ­წი­ლო სა­მოსს არ­ჩე­ვენ, რო­გორც წესი, არ იშუ­რე­ბენ ძა­ლის­ხმე­ვას, დრო­სა და ფულს. ქორ­წი­ლი ხომ გრან­დი­ო­ზუ­ლი მოვ­ლე­ნაა, რო­მე­ლიც ცხოვ­რე­ბა­ში ერთხელ ხდე­ბა. ამი­შე­ბის კულ­ტუ­რა­ში კი პა­ტარ­ძა­ლი უნდა გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად, თუნ­დაც ასეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან დღეს. ის სა­ქორ­წი­ნო კა­ბას თა­ვად იკე­რავს და აუ­ცი­ლებ­ლად ცის­ფე­რი უნდა იყოს. მომ­დევ­ნო წლებ­ში ეს კაბა იქ­ცე­ვა მის საკ­ვი­რაო სა­მო­სად.

2. რა არის „რამსპინ­გა“ – სა­ი­დუმ­ლო რი­ტუ­ა­ლი თუ გა­უ­გებ­რო­ბა

მე­დი­ა­ში ეს ტრა­დი­ცია უკი­დუ­რე­სად და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლად არის გად­მო­ცე­მუ­ლი. რამსპრინ­გა ამი­შე­ბის­თვის ერ­თგვა­რი რი­ტუ­ა­ლი მო­ზარ­დის­თვის, რო­მე­ლიც სრულ­წლო­ვა­ნე­ბის მიღ­წე­ვის დღეს ტარ­დე­ბა. რა­ტომ­ღაც ყვე­ლას ჰგო­ნია, რომ ამ დღეს ამი­შე­ბი ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის ნამ­დვილ ორ­გი­ებს აწყო­ბენ ნარ­კო­ტი­კე­ბი­თა და ალ­კოჰო­ლით. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ეს სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

რამსპრინ­გის დროს ახალ­გაზ­რდე­ბი სა­კუ­თარ სახ­ლსაც კი არ ტო­ვე­ბენ. ეს არის უბ­რა­ლოდ გა­დას­ვლა ერთი ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფი­დან მე­ო­რე­ში. ამ დღეს მათ უნდა გა­და­წყვი­ტონ, ამი­შე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­ა­ტა­რე­ბენ ცხოვ­რე­ბას, თუ და­სავ­ლურ სამ­ყა­რო­ში წავ­ლენ. და­დე­ბი­თი პა­სუ­ხის შემ­თხვე­ვა­ში, ინათ­ლე­ბი­ან და უკვე შე­უძ­ლი­ათ მე­უღ­ლის პოვ­ნა.

3. ამი­შებს ეკ­რძა­ლე­ბათ ფოტო გა­და­ღე­ბა

ფო­ტო­ე­ბის­თვის პო­ზი­რე­ბა ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ამი­შე­ბის კულ­ტუ­რას. თავ­მდაბ­ლო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თვი­სე­ბაა მათ­ში. სი­ა­მა­ყე კი გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­გორც პო­ტენ­ცი­უ­რი საფრ­თხე მათი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჰარ­მო­ნი­ის­თვის. ამი­შებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ ბიბ­ლია გმობს ფო­ტოგ­რა­ფი­ას. მათ წიგნ­ში რამ­დე­ნი­მე პა­სა­ჟიც კი იპო­ვეს, სა­დაც სა­ვა­რა­უ­დოდ ამა­ზეა სა­უ­ბა­რი. გარ­და ამი­სა, ამი­შებს უნ­დათ, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა და­ი­მახ­სოვ­რონ ისი­ნი არა გა­რეგ­ნო­ბით, არა­მედ ცხოვ­რე­ბის წე­სით და კარ­გი მა­გა­ლი­თე­ბით, რაც მათ სი­ცო­ცხლე­ში და­ტო­ვეს.

ეს არ ნიშ­ნავს, რომ მათ არ შე­უძ­ლი­ათ ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა. უბ­რა­ლოდ აკ­რძა­ლუ­ლი აქვთ ამ მიზ­ნით პო­ზი­რე­ბა. თუ თქვენს თხოვ­ნას თა­ვა­ზი­ა­ნად გა­აც­ნობთ, ამი­შე­ბი არა­სო­დეს გე­ტყვი­ან უარს გა­და­ღე­ბის თხოვ­ნა­ზე.

4. ქორ­წი­ლამ­დე გაც­ნო­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია

ახალ­გაზ­რდე­ბი ერ­თმა­ნეთს ჩვე­უ­ლებ­რივ ხვდე­ბი­ან სხვა­დას­ხვა დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე. სწო­რედ იქ ხდე­ბა ერ­თმა­ნე­თით და­ინ­ტე­რე­სე­ბა. სა­ნამ ნიშ­ნო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღე­ბენ, და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლით ხვდე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს. მთე­ლი ეს პე­რი­ო­დი მათი შეხ­ვედ­რე­ბი მკაც­რად კონ­ტროლ­დე­ბა. ქორ­წი­ნე­ბამ­დე წყვი­ლებს მხო­ლოდ შა­ბათ-კვი­რას ეძ­ლე­ვათ ერ­თმა­ნე­თის ნახ­ვის უფ­ლე­ბა. ამი­შე­ბის თე­მებ­ში ქორ­წინ­დე­ბი­ან 18-დან 22 წლამ­დე.

5. ამი­შებს შე­უძ­ლი­ათ მან­ქა­ნე­ბის მარ­თვა.

ამი­შე­ბის კულ­ტუ­რა მო­ი­ცავს სხვა­დას­ხვა სექ­ტე­ბის არ­სე­ბო­ბას. ზო­გი­ერთ მათ­განს მან­ქა­ნის ყო­ლის უფ­ლე­ბა აქვს. მა­გა­ლი­თად, Beach Amish და Amish Mennonites უფ­ლე­ბა აქვთ მარ­თონ მან­ქა­ნე­ბი. ეს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბი იზი­ა­რე­ბენ იგი­ვე რე­ლი­გი­ას, რაც ამი­შებს აქვთ, მაგ­რამ მათ­თვის გარ­კვე­უ­ლად შემ­სუ­ბუ­ქე­ბუ­ლია მკაც­რი წე­სე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­დე­საც საქ­მე თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებს ეხე­ბა.

6. წვე­რი­ა­ნი მა­მა­კა­ცე­ბი

მას შემ­დეგ, რაც სრულ­წლო­ვა­ნი კაცი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დარ­ჩე­ნი­სა და ნათ­ლო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს, ამი­შე­ბი უშ­ვე­ბენ წვერს. ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ კი სა­ერ­თოდ აღარ იპარ­სა­ვენ, გარ­და ულ­ვა­ში­სა. მათ მი­აჩ­ნი­ათ, რომ ულ­ვა­ში ცოდ­ვაა, წვე­რი კი ბიბ­ლი­უ­რი ბრძა­ნე­ბა. გარ­და ამი­სა, ამი­შებს ნე­გა­ტი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ ულ­ვა­შე­ბის მი­მართ. კო­ლო­ნი­ურ დრო­ში ჯა­რის­კა­ცე­ბი, რომ­ლე­ბიც სას­ტი­კად შე­უ­რა­ცხყოფ­დნენ ამი­შებს, ულ­ვა­შებს ატა­რებ­დნენ.

7. სწავ­ლას ას­რუ­ლე­ბენ მერ­ვე კლას­ში.

ამი­შე­ბის ტრა­დი­ცი­ის თა­ნახ­მად, ბავ­შვე­ბი მერ­ვე კლა­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ წყვე­ტენ სკო­ლა­ში სი­ა­რულს. მი­აჩ­ნი­ათ, რომ ბი­ჭე­ბიც და გო­გო­ე­ბიც უკვე საკ­მა­ოდ ასა­კო­ვან­ნი არი­ან, რათა ოჯა­ხებს და­ეხ­მა­რონ.

8. ისი­ნი იხ­დი­ან გა­და­სა­ხა­დებს, რო­გორც ყვე­ლა სხვა -ში

ბევ­რს მი­აჩ­ნია, რომ ამი­შე­ბის თე­მე­ბი არ იხ­დი­ან გა­და­სა­ხა­დებს. ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს. სა­შე­მო­სავ­ლო გა­და­სა­ხა­დი, გა­ყიდ­ვე­ბის გა­და­სა­ხა­დი, ქო­ნე­ბის გა­და­სა­ხა­დი, ყვე­ლა ად­გი­ლობ­რი­ვი გა­და­სა­ხა­დი, ამი­შე­ბი ყუ­რა­დღე­ბით იცა­ვენ იმა­ვე სა­გა­და­სა­ხა­დო კა­ნო­ნებს, რო­გორც ყვე­ლა სხვა. ერ­თა­დერ­თი, რის­გა­ნაც ისი­ნი თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან, სო­ცი­ა­ლუ­რი და­ზღვე­ვის გა­დახ­დაა.

9. ამი­შე­ბი არ უნდა უკ­რავ­დნენ ინ­სტრუ­მენ­ტებ­ზე და არც მუ­სი­კას უს­მენ­დნენ.

არც მუ­სი­კა­ლუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი და არც მუ­სი­კა! ეს ალ­ბათ ყვე­ლა­ზე რთუ­ლია ამი­შე­ბის კულ­ტუ­რა­ში. ისი­ნი მხო­ლოდ ეკ­ლე­სი­ა­ში მღე­რი­ან, გუნდში. მათ აქვთ მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი სიმ­ღე­რე­ბი, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ეკ­ლე­სიო წიგ­ნი­დან.

10. შო­ბას მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბი­ვით აღ­ნიშ­ნა­ვენ

ამი­შე­ბი შო­ბას აღ­ნიშ­ნა­ვენ არა დე­კემ­ბრის ბოლო კვი­რას, არა­მედ 6 იან­ვარს. ისი­ნი ამ დღეს უფრო მნიშ­ვნე­ლოვ­ნად თვლი­ან, რად­გან სწო­რედ მა­შინ ეწ­ვია სამი ბრძე­ნი პა­ტა­რა იე­სოს და სა­ჩუქ­რე­ბი გა­დას­ცა. ნათ­ლო­ბა ჩვე­უ­ლებ­რივ იმარ­თე­ბა შო­ბი­დან თორ­მე­ტი დღის გას­ვლის შემ­დეგ. ამ დღე­სას­წა­ულ­ზე იმარ­თე­ბა ოჯა­ხუ­რი წვე­უ­ლე­ბე­ბი, რა დრო­საც და­რი­ჩი­ნის ხვე­უ­ლებს ამ­ზა­დე­ბენ, მათი აზ­რით, მსოფ­ლი­ო­ში ამა­ზე გემ­რი­ე­ლი ნუგ­ბა­რი არ არ­სე­ბობს, ვი­საც გა­უ­სინ­ჯავს, გა­უ­მარ­თლებს.

11. ამი­შებს აქვთ სა­კუ­თა­რი ენა და მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი.

ისი­ნი ორე­რო­ვა­ნი ხალ­ხია და სა­უბ­რო­ბენ სპე­ცი­ა­ლურ დი­ა­ლექ­ტზე. ჰო­ლან­დი­ურ და გერ­მა­ნულ-შვე­ი­ცა­რი­ულ-ინ­გლი­სუ­რი ნა­რევ­ზე. ეს არის უნი­კა­ლუ­რი აქ­ცენ­ტი, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად ემ­თხვე­ვა ინ­გლი­სურ ენას. დიახ, ამი­შე­ბის უმე­ტე­სო­ბას აქვს მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი. ისი­ნი ტექ­ნი­კას მხო­ლოდ ერ­თმა­ნე­თის მო­სა­კი­თხად და საქ­მი­ა­ნი მიზ­ნე­ბის­თვის იყე­ნე­ბენ.

12. ამი­შე­ბი გა­ტა­ცე­ბულ­ნი არი­ან სოფთბო­ლით.

ამი­შებს უყ­ვართ სპორ­ტი. ისი­ნი თა­მა­შო­ბენ კა­ლათ­ბურთს, ფრენ­ბურთს და სოფტ­ბოლს. ამის წყა­ლო­ბით, თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა შე­სა­ნიშ­ნავ სპორ­ტულ ფორ­მა­შია. თუ კო­ლე­ჯში წას­ვლას გა­და­წყვე­ტენ, მძლე­ოს­ნო­ბა­ში სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გე­ბი აქვთ. ამი­შე­ბი სოფტ­ბო­ლის დიდ ტურ­ნი­რებ­საც კი მას­პინ­ძლო­ბენ.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება