მსხვერპლი მოჰყვა ერევნის უნივერსიტეტში მომხდარ აფეთქებას

1 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში დღეს დილით მომხდარი აფეთქების შედეგად.
რადიო თავისუფლების სომხური სამსახური შსს-ზე დაყრდნობით წერს, რომ აფეთქება მოხდა ქიმიის ფაკულტეტის ქვედა სართულზე მდებარე ოთახში, რომელსაც სატუმბი სადგურის დანიშნულება ჰქონდა. ადგილზე დაიღუპა ფაკულტეტის თანამშრომელი. აფეთქებით გამოწვეული ხანძრის კვამლით დაშავდა 3 პირი, მათ შორის შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელი.
სომხეთის შსს-ს ინფორმაციით, ხანძარი დროულად ჩააქრეს და მეზობლად მდებარე ოთახს, სადაც ქიმიური ნივთიერებები ინახება, არანაირი საფრთხე არ შეჰქმნია. აფეთქების გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი მღებრიშვილი: და თქვენც თუ გკითხათ ოდესმე მათმა შვილმა, იცნობდით თუ არა მას, უპასუხეთ რომ იცნობდით და მას ძალიან, ძალიან მაგარი დედა, ან მამა ჰყავდა. უპასუხეთ და ერთი წამით არ იფიქროთ რომ ტყუილს ამბობთ