სოიოს ფასი გლობალურ ბაზარზე სამწლიან მინიმუმამდე დაეცა

მოთხოვნის შემცირებისა და გლობალური მიწოდების სიჭარბის გამო, სოიოს ფიუჩერსები ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ დონეზე დაეცა.
ორშაბათს ვაჭრობისას ჩიკაგოს ბირჟაზე სოიოს ფიუჩერსი 0,5%-ით დაეცა და ერთ ბუშელზე 11,83 დოლარი შეადგინა.
Trading Economics წერს, რომ ბაზრის მონაწილეები ჩინეთში ღორების რაოდენობის შემცირებით შეშფოთებულნი არიან, რადგან ის სოიოს უმსხვილესი იმპორტიორია. შედეგად, გასულ კვირას -დან სოიოს ექსპორტი 165,8 ათას ტონამდე დაეცა, რაც მაისის შემდეგ მინიმალური მაჩვენებელია.