სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ვიდეომიმართვას, რომელიც კანადაში მცხოვრებმა ანა ბარბაქაძემ ჩაწერა. ვიდეოში ის ტელეწამყვან ნანიკო ხაზარაძის მაგალითზე დემენციის მქონე მშობლის მოვლის საკითხს ეხება. ვიდეოს ავტორი, ანა ბარბაქაძე, რომელიც თავად უვლის დემენციის დიაგნოზის მქონე დედას, მიიჩნევს, რომ ნანიკო ხაზარაძის მიერ მამის პანსიონატში მოთავსება არასწორი გადაწყვეტილება იყო. მისი თქმით, ტელეწამყვანმა ამ ნაბიჯით სამსახურის შენარჩუნება სცადა, თუმცა მოგვიანებით სამსახური მაინც დაკარგა, რაც ავტორის აზრით, გარკვეული კანონზომიერების შედეგია.




