პოლიციის მაღალჩინოსანმა, იოსებ სიგუამ, რომელსაც მისი მეუღლე ფიზიკურ ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებს, თანამდებობა დატოვა

პოლიციის მაღალჩინოსანმა იოსებ სიგუამ, რომელსაც მისი მეუღლე სოფია სიგუა-შატბერავა ფიზიკურ ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებს, თანამდებობა დატოვა.

სიგუა ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის პოზიციას იკავებდა. ამ თანამდებობაზე ის რამდენიმე დღის წინ დაინიშნა.

უფრო ადრე კი, სიგუა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად მუშაობდა.

რაც შეეხება პოლიციის მაღლჩინოსნის წინააღმდეგ ბრალდებებს, თავდაპირველად მისმა მეუღლემ სოფია სიგუა-შატბერავამ „ნოდარ მელაძის შაბათში“ განაცხადა, რომ იოსებ სიგუა მას სიცოცხლის მოსპობით, მე-12 სართულიდან გადაგდებით, კასრში ჩასმითა და დამარხვით ემუქრებოდა.

შატბერავამ „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნა, რომ იოსებ სიგუას გუშინ სამარალდამცავებმა ელექტორნული სამაჯური შეაბეს. ამასთან, მას შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი და იარაღის ტარების უფლება შეეზღუდა.