„საქართველოს რკინიგზის” ინფორმაციით, მოლითში მეწყერი ჩამოწვა და რეისზე არსებული მატარებლები ვეღარ გააგრძელებენ მოძრაობას – უამინდობის გამო უქმდება 7 თებერვლის რეისებიც

„საქართველოს რკინიგზის“ ცნობით, უხვი ნალექის გამო, დასავლეთ საქართველოში, მოლითში მეწყერი ჩამოწვა და რეისზე არსებული მატარებლები ვეღარ გააგრძელებენ მოძრაობას.
როგორც „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კონკრეტულად, ზუგდიდი-თბილისის (869), -თბილისის (801) და თბილისი-ს (874) რეისებზე მოძრავი შემადგენლობები საწყის სადგურებში დაბრუნდებიან.
„აღნიშნული რეისების შესრულება დამოკიდებულია ამინდზე, მატარებელთა მოძრაობა განახლდება ლიანდაგის სრულად გაწმენდისთანავე“,-აღნიშნავენ „საქართველოს რკინიგზაში“.
მათივე ცნობით, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, ხვალ, 7 თებერვალს, შემდეგი რეისები უქმდება:
თბილისი-ბათუმი (802),
თბილისი-ზუგდიდი (870),
თბილისი-ოზურგეთი-ქუთაისი (12/18),
ბათუმი-თბილისი (803),
ოზურგეთი-ქუთაისი-თბილისი (11/17),
ფოთი-თბილისი (873),
ხაშური-ზესტაფონი (6446)
ზესტაფონი-ხაშური (6417).
„საქართველოს რკინიგზის“ განმარტებით, გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ახლა ხაზარაძე დაეთანხმება გახარიას ასეთ „პრინციპულ“ მოთხოვნებს და ყველანი დავიჯერებთ, რომ ისინი „ნაცებთან“ კავშირს გაწყვეტენ?! – ბოლოს მართლა ჩაშლა მოუწევთ, აგენტურა იმდენად გოიმურ პიარს გვთავაზობს

რომან გოცირიძე – გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე ერთ-ერთი უძლიერესი ბლოკი შეიქმნებოდა, რომელსაც არჩევნების ბედის გადაწყვეტა შეეძლო – ეს მსხვილი გაერთიანება ყველა რისკს გამორიცხავდა!