“შაბათის ეთერის” გამომძიებელი ჟურნალისტის, მაკა ჩიხლაძის განცხადებით, დიქტატურის ნიშანია, როდესაც ჟურნალისტს კითხვების დასმის გამო ასანქცირებენ და აკრედიტაციას უჩერებენ პარლამენტში.
ჩიხლაძის თქმით, ამას კარგად ხედავს ცივილიზებული სამყარო და სწორედ ამიტომაც ჩართო განგაშის სიგნალი ევროსაბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმამ.
მთელი მსოფლიო იგებს, რომ ამ ქვეყანას რეალურად დიქტატორი მართავს – ეუბენბა გამომძიებელი ჟურნალისტი “პირველებს”.
სამწუხაროდ, მხოლოდ დასავლეთი, ცივილური სამყარო ხედავს იმას, რაც ხდება ჩვენთან – დიქტატურაში. მოდი არ შევუშინდეთ ამას, ეს არის დიქტატურის ნიშანი, როდესაც ჟურნალისტს აღარ ეძლევა საშუალება დასვას კითხვები და ხელისუფლებას რომ ეძახიან იმ ხალხს მოსთხოვოს პასუხები. მათი მოვალეობა სწორედ ეს არის – სხვა არაფერი. ახლა კი თავს იტყებენ და ჩვენც გვატყუებენ, რომ თითქოს არ აღელვებთ ეს დასკვნები და საერთაშორისო ორგანიზაციებსი ეს მოწოდებები, მაგრამ სინამდვილეში ყველამ ვიცით, რომ ეს მათთვის პრობლემაა. პრობლემაა ისიც, რაზეც ახლა ვსაუბრობთ და არსად არ ქრება ეს უკვალოდ. ეს ყველაფერი ილექება, რჩება იქ, სადაც უნდა დარჩეს და მთელი მსოფლიო იგებს, რომ ამ ქვეყანას რეალურად დიქტატორი მართავს და იმ ყველაფერს, რაც ახლა საქართველოში ხდება, არაფერი საერთო არ აქვს დემორკატიასთან”, – ამბობს მაკა ჩიხლაძე.
ევროსაბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმამ პარლამენტში ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერებასთან დაკავშირებით განგაშის სიგნალი ჩართო.
ხუთ ჟურნალისტს შორის არის “შაბათის ეთერის” 3 ჟურნალისტი – კრიტიკული კითხვების დასმისთვის ერთი, ექვსი და თორმეტი თვით პარლამენტის აკრედიტაცია შეჩერებული აქვთ მაკა ჩიხლაძეს, მაკა ანდრონიკაშვილს და ნატა ქაჯაიას.
- წერილებში, რომელიც გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მიიღეს, არ არის დაკონკრეტებული, რომელი რესპოდენტის ინტერვიუს გამო მოხდა აღნიშნული ნორმის გამოყენება.
- გადაწყვეტილებას, პარლამენტის აპარატის უფროსი, კახა ოქროჯანაშვილი აწერს ხელს.




