რეჯეფ თაიფ ერდოღანი დონალდ ტრამპს მადლობას უხდის და ნატოს სამიტს ისტორიულს უწოდებს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარაში ნატოს სამიტი წარმატებით დასრულდა და ღონისძიებას ისტორიული შეხვედრა უწოდა, რომელიც ევროატლანტიკური უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევების წინაშე ალიანსის მომავლის განსაზღვრაში დაეხმარება. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებას Hürriyet Daily News ციტირებს.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ ანკარის სამიტმა საფუძველი ჩაუყარა ნატოს გაძლიერების საკითხს, რომელშიც ევროპელი მოკავშირეები უფრო მეტ პასუხისმგებლობას აიღებენ და ალიანსის სამხედრო პოტენციალი გაძლიერდება სამართლიანი განაწილების გზით.

„იმ დროს, როდესაც ევროატლანტიკური უსაფრთხოება სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, ეს ისტორიული სამიტი, რომელსაც ჩვენ ვუმასპინძლეთ, ისე ჩატარდა, რომ ჩვენი საერთო მომავალი განსაზღვრა“, – აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი.

ერდოღანმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სამიტზე დასწრებისთვის და აღნიშნა, რომ ტრამპმა ხაზი გაუსვა თურქეთის მიერ ღონისძიების მასპინძლობის მნიშვნელობას. მან, ასევე, აღნიშნა, რომ სამიტს ლიდერების დონეზე ყველა მოკავშირე დაესწრო, რაც მისი შეფასებით, თურქეთისა და მისი დიპლომატიის მიმართ ნდობის  ნათელი გამოხატულებაა.

პრეზიდენტმა, ასევე, ხაზი გაუსვა თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის მიღწევებს და აღნიშნა, რომ ანკარა იმ მცირერიცხოვან მოკავშირეებს შორისაა, რომლებიც საკუთარ გამანადგურებლებს, ტანკებს, გემებსა და საჰაერო თავდაცვის სისტემებს აწარმოებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ემიჯნება ღირს გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელის სამხედრო მოქმედებათა გამართლებისა თუ მხარდაჭერის მიზნით გამოყენების ფაქტს