მოაწერს ხელს და მიუჯდება “ვივამედში” სააკაშვილს – მაჭარაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის Le Monde-თან ინტერვიუს ეხმაურება. მაჭარაშვილი აცხადებს, რომ თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, კლინიკა “ვივა მედში” მიუჯდება მას გვერდით.
“რაც შეეხება შეწყალების მექანიზმს, მისი პიროვნება თავიდან ბოლომდე იქნება განადგურებული და არა მხოლოდ განადგურებული. ის საზოგადოება, რომელიც დაზიანდა, ზოგი სიცოცხლის მოსპობით, ზოგი ჯანმრთელობის დაზიანებით, ზოგი ქონების დაკარგვით, ოჯახების განადგურებით და ასე შემდგომ. ამ ყველაფერზე მოაწერს ხელს და, რეალურად, მიუჯდება ვივამედში სააკაშვილს,” -ამბობს “ხალხის ძალის” წევრი.
ცნობისთვის, ზურაბიშვილს ჟურნალისტმა უთხრა, რომ ევროპარლამენტარები მესამე პრეზიდენტის შეწყალებისკენ მოუწოდებენ და აპირებს თუ არა ამას, რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ის უკეთაა – “მის მიმართ ორი ახალი სასამართლო პროცესია. უცხოეთში წასვლის სურვილის ნაცვლად, ის ხაზს უსვამს, რომ აპირებს საარჩევნო კამპანიაში ჩართვას. სხვა კომენტარი არ მაქვს”.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან შატბერაშვილი – როდესაც ქართველი პენსიონერი ჯიბეში ხელს იყოფს, 350 ლარი და თან სესხი აქვს, უპრეცედენტო შედეგებზე პროპაგანდა და რეალობა აღარ ემთხვევა, ამიტომ დგამენ სპექტაკლს, ბოლოს გვეტყვიან, რომ საქართველოში მაღალ ფასებზე “დიფ სტეიტი” მუშაობს

არჩილ გორდულაძე – კობახიძემ როგორც კი სრული კონტროლი ხელში აიღო, ყველა თემას მიადგა, მათ შორის ფასებს – ღარიბაშვილი, ლილუაშვილი და სხვები თურმე საკუთარ ჯიბეზე უფრო ზრუნავდნენ – მათი და „ნაცების“ საერთო ბიზნესების და პიარდაზღვევების დალაგებაზე