თბილისში სანიაღვრე სისტემები ან გაჭედილია ან საერთოდ არ არის – რა აღიარა კალაძემ ქალაქის დატბორვის შემდეგ

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გუშინ ისე წვიმდა, როგორც გარეთ – ეს კადრები, ჩამოფრენის დარბაზშია გადაღებული.  რამდენიმე წუთიანმა ძლიერმა წვიმამ აერპორტის ახლსდაშენებული ტერმინილი ისე დააზიანა, რომ წყალი ძლიერი ნაკადით მოედინება. საფრთხის გამო გათიშეს დენი და ხალხს დარბაზი დაატოვებინეს. ქვეყანაში ჩამოსულ სტუმრებს ჩამოფრენის ნაცვლად დროებით გაფრენის დარბაზი ემსახურებოდა.

აერპორტს კომპანია “ტავი” მართავს – ახალი ტერმინილიც მისი აშენებულია. მას სახელმწიფომ ხელშეკრულება ახალი ვადით გაუფორმა და ისევ აერპორტის მმართველად დატოვა.  გიდები. ვინც სტუმრებს სისტემატიურად ხვდებიან ამბობენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩამოფრენის დარბაზში წყალი ჩამოდის.

დილიდან ხალხს უთხრეს, რომ აეროპორტის შიდა სივრცეში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, თუმცა აქ მხოლოდ კონკრეტული ტერიტორია შემოღობეს და ძირს წყლის შესაკავებელი საფარები დააგეს, აეროპორტში სახურავიდან წვიმის დაგროვილი წყალი დღეს დღისითაც ჩამოდიოდა.

ძლიერმა წვიმამ, თბილისში არა ერთი პრობლემა შექმნა. სამგორში, თოიძის ქუჩაზე საცხოვრებელიი სახლები სრულად დაიტბორაა, წყალმა დაფარა კერძო სახლის სარდაფებიც , ადგილზე მისულმა სამაშველო სამსახურმა კი ადგილობრივებს უთხრა როომ წყალს ვერ ამოტუმბავდნენ  და ოჯახები სტიიქიის პირისპირ მარტო დატოვეს.

წვიმა და სტიქია მხოლოდ ჩვენთან არ ხდება – ასე სცადა დღეს თავის მართლება ქალაქის მერმა. ამბობს, რომ სანიაღვრეების ნაწილი ტოტრებით იყო სავსე და წყალი ვერ გაატარა.

წყარო