თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობის ნაწილი დაიტბორა – შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდებაც

უხვი ნალექის შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობის ნაწილი დაიტბორა.

როგორც „ინტერპრესნიუსს” თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს, შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდებაც, მგზავრებს კი უსაფრთხოების მიზნით შენობა დაატოვებინეს.

„ეს იყო მეტეოროლოგიური კლიმატიდან გამომდინარე. ადგილზე ჩვენი ტექნიკური ჯგუფი მუშაობს და უმოკლეს დროში შეეცდებიან აღმოფხვრან პრობლემა. უსაფრთხოების გამო მოხდა მოქალაქეების გაყვანა. დენი გაითიშა და მგზავრები გავიყვანეთ, მათი ინტერესებიდან გამომდინარე”,- განუცხადეს „ინტერპრესნიუსს” თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

ასევე დაგაინტერესებთ

გივი მიქანაძის განმარტებით, მშობლები ვალდებული არ არიან, ბავშვის ფორმა აუცილებლად სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული გაყიდვის ქსელში შეიძინონ. მათ შეუძლიათ ფორმა სხვა მომწოდებლისგან იყიდონ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?