თავრობამ ქედის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი „გუნდაური ჰესის“ ელექტროსადგურის პროექტის კონცეფცია მოიწონა.
მთავრობის განკარგულებით, შპს „გუნდაური ჰესს“ ელექტროსადგურის პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების (კვლევების მომზადების) განხორციელების უზრუნველყოფა დაევალა.
„მოწონებულ იქნეს მთავრობასა და შპს „გუნდაური ჰესს“ შორის „გუნდაური ჰესის“ ელექტროსადგურის მოსამზადებელი სამუშაოების (კვლევების მომზადების) განხორციელებისა და პროექტთან დაკავშირებული „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სრული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის საქართველოს მთავრობისთვის წარმოდგენის შესახებ დასადები ხელშეკრულება”, – აღნიშნულია დოკუმენტში.
საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, პროექტი 5.1 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ელექტროსადგურის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელიც წელიწადში დაახლოებით 26.3 მილიონ კვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.
ამავე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაახლოებით 8.2 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებაა დაგეგმილი.




