გიორგი ვაშაძის ღიმილი მის წინააღმდეგ მტკიცებულება აღმოჩნდა – ეს ინფორმაცია გამოიტანა დახურული სასამართლო სხდომიდან ოპოზიციონერი ლიდერის ადვოკატმა.
ირკვევა, რომ დღეს პროცესზე გამოკითხულმა მოწმე პოლიციელმა, გაგა წოწკოლაურმა თქვა, რომ გიორგი ვაშაძე ძალადობას ახალისებდა, თუ რა იყო ამის მამტკიცებელი, მოწმემ თქვა, რომ “სტარტეგია აღმაშენებლის” ლიდერი იღიმოდა.




