უკრაინული მედია – მონაკოში უკრაინელი ბიზნესმენის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი ქალის ცხედარი კიევის მახლობლად იპოვეს

მონაკოში უკრაინელი ბიზნესმენის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი ქალის ცხედარი კიევის მახლობლად იპოვეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, ქალის ცხედარი 6 ივლისს, დაახლოებით 23:00 საათზე ნახეს.

წყაროების ცნობით, უკრაინელი ბიზნესმენის ვადიმ ერმოლაევის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილ ქალს ესროლეს.

ასევე, „უკრაინსკაია პრავდას“ კიდევ ერთმა წყარომ განუცხადა, რომ მონაკოში მომხდარ თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით ორი ეჭვმიტანილია დაკავებული. მათ შორის, ერთი უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს მოქმედი ოფიცერია, ხოლო მეორე კი სამართალდამცავი ორგანოების ყოფილი თანამშრომელია.

შეგახსენებთ, 29 ივნისს, მონაკოში საცხოვრებელ შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი მძიმედ დაშავდა, მათ შორის, უკრაინელი ბიზნესმენი ვადიმ ერმოლაევი და მისი ოჯახის წევრები.

აფეთქების შემდეგ ეჭვმიტანილის მოსაძებნად ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყო, რომელმაც საფრანგეთში გაქცევა მოახერხა.

ამასთან, ფრანგულმა გამოცემა Le Figaro-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ადგილობრივი გამოძიება ერმოლაევის მკვლელობის მცდელობაში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მონაწილეობას განიხილავს.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს უკრაინამ ერმოლაევს 10 წლით პერსონალური სანქციები დაუწესა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, შეზღუდვების საფუძველი იყო მისი ბიზნეს საქმიანობა ოკუპირებულ ყირიმში, სადაც კომპანიები გადასახადებს რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტში იხდიდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ფაშისტურ-ნაცისტური“ იდეოლოგიის მქონე არასრულწლოვანს, რომელსაც დაჯგუფებისთვის მიუღებელი ცხოვრების წესის მქონე პირების მიმართ ძალადობის და წამების ორგანიზება ედებოდა ბრალად, 14 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის წევრებზე – ძალიან მომაბეზრებელია მათი დამოკიდებულება – პარლამენტის სხდომები სპეციფიკური სივრცეა, სადაც კონსტიტუციურ გადაწყვეტილებებს იღებენ, აქ ხელისუფლების სხვა შტოებიდან ზედმეტი ჩარევა სწორი არაა