– რუსეთთან ომის შედეგს ჰაერში ბრძოლა გადაწყვეტს

რუსეთთან ომის შედეგს ჰაერში ბრძოლა გადაწყვეტს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

„დღეს მიმაჩნია, რომ ამ ომში გამარჯვებას ის მოიპოვებს, ვინც უფრო ჭკვიანია. თუ მტერს ბრძოლის ველზე შეაჩერებ, თუ ომს ხმელეთზე შეაჩერებ და თუ მას ზღვაზე უპირატესობას წაართმევ, როგორც ეს ჩვენი საზღვაო დრონებით გავაკეთეთ, მაშინ შემდეგი ბრძოლის ველი ჰაერი იქნება. საჰაერო სივრცეში გადავინაცვლეთ. ჰაერში კი უკვე კონკურენტუნარიანები ვართ”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინის შესაძლებლობამ, რომ შორ მანძილზე მოქმედი დრონები აწარმოოს და გამოიყენოს, ომის მიმდინარეობა შეცვალა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ახლა უკრაინას საშუალება აქვს, სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები რუსეთის სიღრმეში განახორციელოს.

„თუ ჩვენი პარტნიორები უკრაინას ფინანსურად არ მიატოვებენ, თუ ჩვენი ჯარისკაცები ფრონტის ხაზის შენარჩუნებას გააგრძელებენ, თუ რუსულ ჯარს ყოველი კილომეტრი ათიათასობით და ზოგჯერ ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლის ფასად დაუჯდება, მაშინ გადამწყვეტი ბრძოლა ჰაერში შედგება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა ჩერქეზიშვილი – „სიცოცხლით სავსე ქალაქი“, „მშვიდობით სავსე ქალაქი“ ყოველი წვიმის შემდეგ იქცევა წყალწაღებულ ქალაქად და ძირგამოთხრილ ქალაქად – ყოველი წვიმა ამ ქალაქში კოლაფსის შემქმნელია

საბა ბუაძე: დიდი დიღომი არის თვალსაჩინო მაგალითი ურბანული გენოციდის -კორუფციული ინტერესიდან გამომდინარე, კალაძის პირობებში, იქ გაცემული იქნა სრულიად შეუსაბამო მშენებლობის უფლებები (ვიდეო)