ფინეთის პრეზიდენტი – ნატო მხარს უჭერს უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში დარტყმებს

ნატო მხარს უჭერს უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში დარტყმებს, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა განაცხადა.

„უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობისა და სამხედრო ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულმა შორ მანძილზე მოქმედმა დარტყმებმა ომთან დაკავშირებით -ის სტრატეგიული ხედვა შეცვალა, რამაც მოლაპარაკებებში უკრაინის პოზიცია მნიშვნელოვნად გააძლიერა. ვფიქრობ, ნატო-ს ყველა ლიდერი ხვდება, თუ რატომ აკეთებს ამას . ყველა მიიჩნევს, რომ ჩვენ ზეწოლა უნდა გავაძლიეროთ“, – განაცხადა სტუბმა.

ალექსანდრ სტუბის თქმით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ საუკეთესო პოზიციაშია.

„სწორედ ამიტომ ვხედავთ ბევრ მღელვარე აქტივობას რუსეთში“, – აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.