2023 წელს ბანკომატებიდან რეკორდული თანხა, 42.3 მილიარდი ლარი გაანაღდეს

2023 წელს ბანკომატებიდან რეკორდული თანხა, 42.3 მილიარდი ლარი გაანაღდეს
2023 წლის დეკემბერში საქართველოში არსებული ბანკომატებიდან 4.2 მილიარდი ლარი გაანაღდეს, რაც წინა თვესთან შედარებით 18%-ით მეტი იყო და ამავდროულად ბანკომატებიდან გატანილი თანხის მაქსიმალური ოდენობა.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ყოველწლიურად ყველაზე მეტ თანხას დეკემბერში ანაღდებენ, აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მაღალია პოს-ტერმინალებით და ელექტრონული არხებით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობაც და მათი ღირებულებაც.
2023 წლის დეკემბერში ბანკომატებში 9.9 მილიონი (ნოემბერთან შედარებით 1.1 მლნ-ით მტი) ოპერაცია შესრულდა, ხოლო ერთი ოპერაციის საშუალო ღირებულება 430 ლარს შეადგენდა.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2023 წელს მთლიანობაში ბანკომატებით 42.3 მილიარდი ლარის ოპერაციები (ძირითადად თანხის განაღდება) შესრულდა, რაც 2022 წელთან შედარებით 13%-ით მეტი იყო.
40%-ით გაიზარდა პოს-ტერმინალებით და გადახდის ელექტრონული არხებით განხორციელებული ოპერაციების მოცულობა და მან 2023 წელს 25.1 მილიარდი ლარი შეადგინა.
საქართველოში სულ 2,846 ბანკომატია, შესაბამისად თითოეული მათგანით დეკემბერში საშუალოდ 1.5 მილიონი ლარის ოპერაციები შესრულდა, ხოლო დღეში 48 ათასი ლარის ოპერაციები. რაც შეეხება პოს-ტერმინალებს, მათი რაოდენობაა 107 854, შესაბამისად დეკემბერში თითოეული ტერმინალით 17 ათასი ლარის ოპერაციები, ანუ დღეში 534 ლარის გადახდები შესრულდა.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა