PRCS ღაზაში 6 წლის გოგოსა და სამაშველო ჯგუფს ეძებს, ისრაელმა მომხდარზე არაფერი იცის

“პალესტინის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების” (PRCS) ინფორმაციით, ისინი 6 წლის ჰინდ რაჯაბს და მის გადასარჩენად წასულ მაშველებს ეძებენ. ორგანიზაციის თქმით, 6 წლის ბავშვი მათ ტელეფონით დაუკავშირდა და მოუყვა, რომ მანქანაში ოჯახის გარდაცვლილ ექვს წევრთან ერთად იყო ჩაკეტილი.
“მე გეუბნებით, რომ ისინი მკვდრები არიან. ტანკი მოდის ჩვენკენ, ძალიან, ძალიან ახლოს არის” – თქვა ზარის დასასრულს 6 წლის გოგომ.
PRCS-ის ცნობით, ჰინდ რაჯაბი მისი ოჯახის ერთადერთი გადარჩენილი წევრია. ისინი გაქცევას საკუთარი შავი Kia Picanto-თი გაქცევას ცდილობდნენ. მანქანას 29 იანვარს ცეცხლი გაუხსნეს და 6 წლის გოგოს დედის ბიძა ბასარ ჰამადა, მისი ცოლი და ოთხი შვილი მოკლეს.
ორგანიზაციის მიხედვით, ბასარ ჰამადას ოჯახმა გაქცევა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ს თავდაცვის ძალებმა უბნის ევაკუაცია მოითხოვეს. ისრაელის მხარის ცნობით, მათ არ იციან თუ ვინ და როდის გაუხსნა ცეცხლი ჰამადას ოჯახს.
პალესტინის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებას თავდაპირველად ჰინდ რაჯაბის 15 წლის ბიძაშვილი ლაიანი დაუკავშირდა და მათ ეუბნებოდა, რომ ტანკი მათ გვერდით იდგა და ჯარისკაცები მანქანას ესროდნენ. როდესაც წითელი ჯვრის წარმომადგენელი ლაიანს ეკითხებოდა თუ სად იმალებოდნენ, ამ დროს ტელეფონში სროლის ხმა გაისმა და ზარი გაწყდა. როდესაც წითელი ჯვრიდან აღნიშნული ნომერზე ხელახლა გადარეკეს ტელეფონი 6 წლის ჰინდიმ აიღო და დაუდასტურა, რომ მანქანაში მის გარდა ყველა გარდაცვლილი იყო. ჰინდი წითელი ჯვრის ოპერატორს სთხოვდა, რომ ვინმე მისულიყო და გადაერჩინა. ჰინდი წითელი ჯვრის წარმომადგენელს რამდენიმე საათის განმავლობაში ელაპარაკებოდა და ზარს არ წყვეტდა.
PRCS-ის სამაშველო ჯგუფი შემთხვევის ადგილას მალევე გაემგზავრა, თუმცა, ორგანიზაციამ კონტაქტი საკუთარ მაშველებთანაც დაკარგა. მათი ადგილსამყოფელი და მდგომარეობა უკვე 7 დღეა უცნობია. ოჯახის მანქანა სამხედრო ზონაში იმყოფებოდა, სადამდე მისვლის ნებართვაც წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებას ისრაელმა მისცა.
ამერიკულ გამოცემა Washington Post-თან კომენტარისას ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადა, რომ “აღწერილი ინციდენტი მათთვის ცნობილი არ არის”.