ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაური – რუსეთი ჯერ არ არის მზად ნატოსთან სამხედრო კონფლიქტისთვის, მაგრამ ერთი ან ორი წლის შემდეგ შეიძლება რაიმე საშინელება ჩაიდინონ

რუსეთი ჯერ არ არის მზად ნატოსთან სამხედრო კონფლიქტისთვის, მაგრამ ერთ-ორ წელიწადში შეიძლება რაიმე საშინელება ჩაიდინონ. ამის შესახებ ს თავდაცვის ძალების მეთაურმა მარტინ ჰერემმა Bloomberg-თან საუბარში განაცხადა.
ჯერ არ არის მზად ნატოსთან სამხედრო კონფლიქტისთვის. ეს არ მოხდება დღეს ან ხვალ. მაგრამ თუნდაც ერთი ან ორი წლის შემდეგ მათ შეიძლება ჩვენს მიმართ რაიმე საშინელება ჩაიდინონ”, – განაცხადა ჰერემმა.
მისი თქმით, აუცილებლი არ არის ეს ფართომასშტაბიანი აგრესია იყოს.
“მათთვის აუცილებელი არაა ბერლინზე, ვარშავაზე, ან თუნდაც ტალინზე წავიდნენ. ამას შეიძლება მცირე სამხედრო აგრესიის ფორმა ჰქონდეს”, – განაცხადა ჰერემმა.
ცნობისთვის, 2022 წლის ზაფხულში სამხედრო წვრთნების დროს რუსეთი ესტონურ ქალაქებზე დარტყმების სიმულაციას ახდენდა. ჰერემმა რუსეთის მსგავსი ქმედებები “ბანდიტის ქმედებებს” შეადარა, რომელიც საბაბის შექმნას ცდილობს.
“იარაღს გვიმიზნებენ, ყველა მონაცემი შეყავთ, მაგრამ სასხლეტზე არ აჭერენ”, – განაცხადა ჰერემმა.