მიხაილ ფედოროვი – ლაზერულ საჰაერო თავდაცვის სისტემებს ცდის

უკრაინამ ლაზერული საჰაერო თავდაცვის სისტემების ტესტირება დაიწყო. – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა მიხაილ ფედოროვმა განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, აღნიშნული საჰაერო თავდაცვის სისტემების გამოცდის საწყისი შედეგები უკვე ხელმისაწვდომია. მისივე თქმით, ამჟამად მათ უკრაინელი სპეციალისტები სწავლობენ.

„უკვე ვტესტავთ ლაზერს და გვაქვს გარკვეული შედეგები. ჯერ ბევრს არ ვამხელთ, მაგრამ ეს მიმართულება აქტიურად ვითარდება“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

ამასთან, მისი თქმით, ცალკე პრიორიტეტია ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გამოყენებით დაბალფასიანი ფრთოსანი რაკეტების შემუშავება. მიხაილ ფედოროვის ინფორმაციით, ასეთი ფრთოსანი რაკეტები შესაძლოა ერთ წელიწადში გამოჩნდეს.

„შეიძლება ეს ფუტურისტულ პროექტებად ჟღერდეს, მაგრამ ერთ წელიწადში სიახლე აღარ იქნება. ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ“, – აღნიშნა ფედოროვმა.

თავდაცვის მინისტრის თქმით, ამჟამად უკრაინაში ათამდე კომპანია ცდის პროექტებს, რომლებიც მტრის დრონების მოსაგერიებლად იაფფასიან რაკეტებს ქმნიან. ასევე მიმდინარეობს მუშაობა ბალისტიკური რაკეტებისა და მართვადი ბომბების საწინააღმდეგო სისტემებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ