ყაველაშვილი ირანში, კობახიძე -ს მიღებაზე – პოლიტოლოგი “ოცნების” პოლიტიკურ სიგნალს ხსნის (ვიდეო)

კონფლიქტოლოგი, პაატა ზაქარეიშვილი თბილისში, -ის საელჩოში გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა, სადაც შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.

მისი თქმით, შეხვედრაზე ირაკლი კობახიძის გამოსვლით ჩანდა, რომ “სიგნალი არის შემდეგი – ჩვენ განვაგრძობთ ჩვენს პოლიტიკას, ან მიგვიღეთ ასეთი, როგორიც ვართ, ან ისე იქნება, როგორც ვამბობთ ისევ ჩვენ”.

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, “ქართულ ოცნებაში” არის განცდა, რომ შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს საქართველო ძალიან სჭირდება და ამით შეძლებენ აიძულონ, რომ დასავლელმა პარტნიორებმა მაინც მიიღონ ის რეალობა, რაც დღეს არის.