რას პასუხობს ეკატერინა ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედას?

ეკა­ტე­რი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მოკ­ლუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის, გიგა ავა­ლი­ა­ნის დე­დის მი­მარ­თვას პა­სუ­ხობს “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე ეკა­ტე­რი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მოკ­ლუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის, გიგა ავა­ლი­ა­ნის დე­დის მი­მარ­თვას პა­სუ­ხობს.

მი­მარ­თვას “ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

“ქალ­ბა­ტო­ნო ეკა, მთე­ლი გუ­ლით თა­ნა­გიგ­რძნობთ და ვი­ზი­ა­რებ თქვენს უმ­ძი­მეს ტრა­გე­დი­ას. ვიცი, რომ არ არ­სე­ბობს სი­ტყვა, რო­მე­ლიც დე­დას შვი­ლის და­კარ­გვის ტკი­ვილს შე­უმ­სუ­ბუ­ქებს, თუმ­ცა მინ­და იცო­დეთ, რომ ამ მწუ­ხა­რე­ბა­ში მარ­ტო არ ხართ და ამ ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რე­ბი ყვე­ლა ქარ­თვე­ლი დედა თქვე­ნი ჭი­რი­სუ­ფა­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემ­და­მი თქვენს მო­წო­დე­ბას, რო­გორც ჩემ­თვის ცნო­ბი­ლია, გა­მო­ძი­ე­ბა ჯერ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, შე­სა­ბა­მი­სი სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბი საქ­მეს სრულ­ყო­ფი­ლად გა­მო­ი­ძი­ე­ბენ და ყვე­ლა გა­რე­მო­ე­ბა სრუ­ლად იქ­ნე­ბა შეს­წავ­ლი­ლი, რათა თქვენს თავს დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დი­ის არ­ცერ­თი კი­თხვა არ დარ­ჩეს პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი. რო­გორც დედა-დე­დას, რო­გორც ქალი-ქალს, გი­სურ­ვებთ სუ­ლი­ერ სიმ­ტკი­ცეს, ძა­ლას და სიმ­შვი­დეს,“ – ნათ­ქვა­მია ეკა­ტე­რი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მი­მარ­თვა­ში.

ცნო­ბის­თვის, მოკ­ლუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის, გიგა ავა­ლი­ა­ნის დედა ეკა კუ­პა­ტა­ძე გუ­შინ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სახ­ლთან მი­ვი­და და მის მე­უღ­ლეს ეკა­ტე­რი­ნა ივა­ნიშ­ვილს მი­მარ­თა, მის გვერ­დით, რო­გორც შვილმკვდა­რი დე­დის გვერ­დით დამ­დგა­რი­ყო.

ასევე დაგაინტერესებთ