რომელი სიმპტომებისას იყენებენ ადამიანები ყველაზე ხშირად ჟანგბადის აპარატებს?

სუნთქვის გაძნელება და მუდმივი დაღლილობა ბევრი ადამიანისთვის ნაცნობი გამოწვევაა. უმეტესად, ვინც მსგავსი სიმპტომებით იტანჯება, ენერგიის მკვეთრ კლებას ხშირად სტრესსა და გადატვირთულ რეჟიმს უკავშირებს. არადა ამ პრობლემების უკან შესაძლოა რაიმე უფრო სახიფათოც იმალებოდეს. თუ სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემა რეგულარულ სახეს იღებს, აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, რათა ყურადღების მიღმა არ დარჩეს ფუნდამენტური გამომწვევი ფაქტორი – სისხლში ჟანგბადის დონის დაქვეითება.

საკმარისია თუ არა სისხლში ჟანგბადის შემცველობა ადგენენ პერიფერიული ჟანგბადის სატურაციიის (SpO2) მაჩვენებლით (ჟანგბადით გაჯერებული ჰემოგლობინის პროცენტულ რაოდენობას პერიფერიულ კაპილარებში). ეს რიცხვი ახალშობილებში 90%-95% უნდა იყოს, ბავშვებსა და ზრდასრულებში 95%-100%, ხოლო 70-ს გადაცილებულებში კი 93%-97%.

ეს შესაძლოა უბრალოდ ჰიპოქსიის საწყისი ეტაპი იყოს, რომელსაც ადამიანი ხშირად ვერ ცნობს რადგან უბრალოდ არ აქვთ საჭირო ცოდნა. სწორედ ამიტომაა საჭირო პროფესიონალს პრობლემის გაჩენისთანავე მივმართოთ, რათა მისი იდენტიფიცირება და სწორი სამედიცინო ჩარევა დროულად მოხდეს და თავიდან ავირიდოთ სერიოზული გართულებები. უარეს შემთხვევაში კი შესაძლოა საქმე გვქონდეს რიგ უფრო სერიოზულ რესპირატორულ, კარდიოვასკულურ ან ცერებროვასკულურ დაავადებებთან.

ვინც ჰაერის დეფიციტით იტანჯება აუცილებლად უნდა მიადევნოს თვალი შემდეგ სიმპტომებს: მარტივი ფიზიკური აქტივობისასაც კი იღლება, უჭირს კიბეზე ასვლა, ხშირად აწუხებს მწვავე ქოშინი, მსუბუქი დატვირთვის შემდეგაც კი სრული გამოფიტვა და ა.შ.

ამ პრობლემის სამკურნალოდ სუნთქვის უკმარისობის დასაძლევად დღეს სპეციალისტები ხშირად ურჩევენ პაციენტებს სტანდარტულ სამედიცინო პროტოკოლს სპეციალური დამხმარე აღჭურვილობა, ჟანგბადის აპარატები, დაახმარონ, რადგან ოქსიგენოთერაპია ეხმარებათ კონკრეტულად სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების დიდი ნაწილის გადაწყვეტაში, სანამ პარალელურად ექიმები ძირითადად გამომწვევ მიზეზებს მკურნალობენ.

ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ მსგავსი სიმპტომების დროს ხშირად სერიოზული დიაგნოზი ისმება. ქოშინის უკან შესაძლოა იდგეს არა ბანალური დაღლა, არამედ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (COPD), პნევმონია და ემფიზემა – პრობლემები, რომლებსაც გრძელვადიანი მკურნალობა სჭირდება. პარალელურად ოქსიგენოთერაპია პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებას აჩქარებს. სისხლში ჰაერის კონცენტრაციის ნორმალიზება ამცირებს ქოშინს. პაციენტს უბრუნდება ენერგია, შეუძლია გააგრძელოს ყოველდღიური საქმიანობა და დაიბრუნოს ღამით სრულფასოვანი ძილი.

ოქსიგენოთერაპიის საჭიროების შემთხვევაში, პაციენტებს, როგორც წესი, ტექნიკის დაქირავებას ურჩევენ. ჟანგბადის აპარატის ქირაობის მთავარი უპირატესობა პროფესიონალი კომპანიების პასუხისმგებლობაა. პაციენტს არ სჭირდება ტექნიკის დამოუკიდებლად მოვლა – სპეციალისტი ამოწმებს აპარატურის გამართულობას, ცვლის ფილტრებს და უზრუნველყოფს მუდმივ სტერილურობას. ამიტომ აღჭურვილობის შერჩევისას კრიტიკულად მნიშვნელოვანია სანდო პროვაიდერის შერჩევა. აუცილებლად გადაავლეთ თვალი წინა მომხმარებლის შეფასებებს და დარწმუნდით, რომ კომპანია იცავს საერთაშორისო სტანდარტებს. სერვისი აუცილებლად უნდა გთავაზობდეთ 24-საათიან მხარდაჭერას. ორქა მედიქალი, რომელიც სასუნთქი აპარატების სექტორში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი პროვაიდერია, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია პაციენტებს FDA და CE სერტიფიკატების მქონე, მაქსიმალურად უსაფრთხო ტექნიკით ეხმარება.

დღეს ბევრ ადამიანს, სამწუხაროდ, არ აქვს საშუალება თავს უფლება მისცეს მუდმივად სახლში დაჯდეს, ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაშიც კი. ინდუსტრიამ ამ მოთხოვნას პორტატული მოდელების შექმნით უპასუხა. მცირე ზომის მოწყობილობები სპეციალურ ელემენტებზე მუშაობს. ეს ადამიანებს აძლევს საშუალებას, იმოგზაურონ, იფრინონ თვითმფრინავით და შეინარჩუნონ სრული დამოუკიდებლობა თერაპიის პარალელურად.

გარდა სტანდარტული ჰიპოქსიისა, ხშირი პრობლემაა ძილის ობსტრუქციული აპნოე, რომელიც ღამით სუნთქვის პერიოდულ შეჩერებას და ხშირ გამოღვიძებას იწვევს. ასეთ სპეციფიკურ შემთხვევებში სტანდარტული ოქსიგენოთერაპია შესაძლოა არ იყოს საკმარისი. მსგავს შემთხვევებში ხშირად ურჩევენ სიპაპ და ბიპაპ აპარატებით ტარგეტირებულ მიდგომას – ეს მსუბუქი პორტატული მოწყობილობები კონკრეტულუად ძლიერ ხვრინვის, ძილის აპნოესა და ჰიპოაპნოესგან გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად შეიქმნა.

სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტას ზუსტი სამედიცინო დიაგნოსტიკა სჭირდება. სანამ სპეციალურ ტექნიკას დაიქირავებთ, აუცილებელია

კვალიფიციური ექიმის კონსულტაციის გავლა და სპეციალისტის რეკომენდაციების გათვალისწინება. კონკრეტული პრობლემების შესაბამისად ჟანგბადის აპარატის მოდელისა და ჰაერის ნაკადის ზუსტი პარამეტრების განსაზღვრა სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების ეფექტურად გადაწყვეტაში გვეხმარება ცხოვრების ხარისხს საგრძნობლად აუმჯობესებს.