ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1700-ს გადააჭარბა

ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1700-ს გადააჭარბა, – ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, ხორხე როდრიგესმა განაცხადა, რომ ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად 1719 ადამიანი დაიღუპა.

მისი თქმით, დაშავებულთა რაოდენობა 5034 ადამიანს აღწევს, ხოლო 15866 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.

შეგახსენებთ, ვენესუელაში ზედიზედ ორი ძლიერი მოხდა. პირველი, 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის კარაკასის დასავლეთით დაფიქსირდა, ხოლო მას სულ რაღაც 39 წამის შემდეგ უფრო ძლიერი მიწისძვრა მოჰყვა, რომლის სიმძლავრემ 7.5 მაგნიტუდა შეადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ