„USAID განათლება მომავლისთვის“ პროგრამის ფარგლებში აშშ-ის არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბსუ-ს შორის თანამშრომლობა დაიწყო

„USAID განათლება მომავლისთვის“ პროგრამის ფარგლებში -ის არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მარი ლუ ფულტონის განათლების სკოლასა და ს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეთანხმების მიზანია უნივერსიტეტებში მასწავლებლის მოსამზადებელი საგანმანათლებლო და განათლების მეცნიერებების პროგრამების განვითარების ხელშეწყობა.
„ხელშეკრულებას ხელი ბსუ-ს რექტორმა, მერაბ ხალვაშმა და არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის მარი ლუ ფულტონის განათლების სკოლის ასოცირებულმა დეკანმა გლობალური ჩართულობის მიმართულებით, ივეტა სილოვამ მოაწერეს.
გრძელვადიანი პარტნიორობისთვის „USAID განათლება მომავლისთვის“ პროგრამის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, საქართველოს 3 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი შეირჩა, რომლებიც პროექტს არიზონის განათლების სკოლასთან თანამშრომლობით განახორციელებენ.
ღონისძიება გახსნა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა.
მისასალმებელი სიტყვით დამსწრე საზოგადოებას მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რობინ ლ. დანიგანმა.
ბსუ-დან რექტორთან ერთად ღონისძიებას ესწრებოდნენ ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი პერსონალი. „USAID განათლება მომავლისთვის“ პროგრამა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება და მიზნად ისახავს მომავალ მასწავლებელთა მომზადების პროგრამების ხარისხისა და ინკლუზიურობის ამაღლებას, სკოლების ადმინისტრატორების, როგორც საგანმანათლებლო ლიდერების, შესაძლებლობების განვითარებასა და გაძლიერებას სკოლის მართვის სხვადასხვა დონეზე და საქართველოს განათლების სისტემის ფარგლებში სკოლის ავტონომიურობის გაძლიერებას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „მაკკეინის ინსტიტუტის“ დასკვნა არის ლუსტრაცია, როგორ იგეგმება არეულობები, პირდაპირ დებს სცენარს, რომ იქნება პროტესტი დამკვირვებლების მიერ არჩევნების შედეგების აღიარების მიუხედავად

მამუკა მდინარაძე -კახეთის ისტორია არის სამშობლოსთვის ბრძოლის და გმირობის ისტორია, მამულის, ენის და სარწმუნოებისათვის ბრძოლის ისტორია – ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, ცივილიზებულ სამყაროშიც ამ გამოწვევის წინაშე ვიქნებოდით