პაატა მანჯგალაძე – შაჰ-აბასზე მეტი ადამიანი „ქართულმა ოცნებამ“ გადაასახლა – თუ ასეთი პროგრესია, მაშინ, რატომ დატოვა თქვენი ხელისუფლებაში ყოფნისას 256 000-მა ადამიანმა საქართველო?

მთავრობას რატომ არ უჭერთ მხარსო და შაჰ აბასზე მეტი ადამიანი „ქართულმა ოცნებამ“ გადაასახლა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა მ პარლამენტში განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.
პაატა მანჯგალაძის თქმით, გაუგებარია, რატომ ტოვებს ქვეყანას ამდენი ადამიანი, როდესაც ხელისუფლება პროგრესზე და ქვეყნის განვითარებაზე საუბრობს.
„27 000 სტუდენტი ისევ სტატუსშეჩერებულია, იმიტომ, რომ სიღარიბეა ქვეყანაში. ასევე, 400 000 პენსიონერს ევროპაში ყველაზე მაღალი სესხის პროცენტი აქვს. ეს მოცემულობაა, ეს რეალობაა.
რა ციფრებსაც თქვენ ამბობთ, თუ ასეთი პროგრესია, მაშინ რატომ დატოვა თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს 256 000-მა ადამიანმა საქართველო. საუბარია უარყოფით სალდოზე, წასულებსა და შემოსულებს შორის სხვაობაზე. რატომ ხდება ეს?“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ