აშშ-მა ირანში, ჰორმუზის სრუტეში სატვირთო გემზე თავდასხმაზე საპასუხოდ, რაკეტებისა და დრონების საცავებზე იერიში მიიტანა.
ამერიკულ იერიშებამდე აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში დრონებით მიტანილმა თავდასხმამ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია.
აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ სამხედროებმა ირანში სარაკეტო და დრონების საცავებს, ასევე სანაპირო რადარის ობიექტებს დაარტყეს.
“არ მომწონს ის ფაქტი, რომ მათ გუშინ გაისროლეს – სინამდვილეში ოთხჯერ” – განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში, აშშ-ს საპასუხო დარტყმამდე ცოტა ხნით ადრე.
პარასკევს საღამოს აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა, რომელიც აშშ-ირანის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანმა “ტელეფონი უნდა აიღოს”, თუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით უთანხმოებები არსებობს. “მაგრამ ძალადობას ძალადობითვე გაეცემა პასუხი” – დაამატა ვენსმა.
ტრამპი: ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემებს დრონები ესროლა, ცეცხლის შეწყვეტის სულელური დარღვევაა