ლიზა გეგეჭკორი: თენგიზ შარმანაშვილს აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, რაც მშვენივრად იცის მოღალატე გახარიას ქვეშემრდომმა ბერდიამ, უბრალოდ, აი ასეთი მომცროა, რომ ამ პრობლემის ფიზიკურ გამოვლინებაზე დასცინის ადამიანს

ტელეწამყვანი ლიზა გეგეჭკორი, გახარიას პარტიის წევრის, ბერდია სიჭინავას მიერ, დეპუტატ თენგიზ შარმანაშვილთან დაკავშირებით დაწერილ დამცინავ პოსტს ეხმიანება და აცხადებს, რომ “მოღალატე გახარიას ქვეშევრდომი”, შარმანაშვილს, ჯანმრთელობის პრობლემის ფიზიკურ გამოვლინებაზე დასცინის.
როგორც ის აღნიშნავს, სიჭინავასგან ეს გასაკვირი არ არის, ვინაიდან, გიორგი გახარიას თანაპარტიელი არ შეიძლება სხვანაირი იყოს.
“ბატონ თენგიზ შარმანაშვილს აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, რაც მშვენივრად იცის მოღალატე გახარიას ქვეშემრდომმა ბერდიამ, უბრალოდ, აი ასეთი მომცროა, რომ ამ პრობლემის ფიზიკურ გამოვლინებაზე დასცინის ადამიანს, თუმცა რა არის გასაკვირი, მოღალატის კაცის კაცის კაცი რანაირად შეიძლება სხვანაირი იყოს. გახარიას სულს იძახებთ ხოლმე ბიჭები პარტიაში, თუ როგორ ეკონტაქტებით მსგავსი კაცობები რომ გასწავლოთ? თუ ოჯახში გასწავლეს ასე ქცევა?” – წერს ლიზა გეგეჭკორი.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თენგიზ შარმანაშვილის გამოსვლის შემდეგ სიჭინავამ სოციალურ ქსელში დაწერა: „შარმანაშვილი „პახმელიაზეა“?!“

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ მეტრეველი ბერდია სიჭინავას: ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა არც პოლიტიკური კრიტიკაა და არც “ქართულ ჯიგრულ პონტში” ჯდება – კარგად იცი, შარმანაშვილი რთულ დაავადებას ებრძვის. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ადამიანობა ყველასთვის ერთი სტანდარტი უნდა იყოს