საქართველოს პარლამენტში ხელჩართული დაპირისპირების შემდეგ “ქართული ოცნების” დეპუტატები “ქართულ სახლში” ქეიფობენ – კადრები “პირველებმა” გადაიღო.
ცნობილია, რომ აღნიშნული რესტორანი “ქართული ოცნების” დეპუტატის, ანტონ ობოლაშვილის მეუღლის ლია ობოლაშივლის საკუთრებაა.
TV პირველის კორესპოდენტი ადგილიდან იტყობინება, რომ “ქართულ სახლში” იმყოფება, “ქართული ოცნების” ლაშა ტალახაძე. [ოლიმპიური თამაშების არაერთგზის ჩემპიონმა, ლაშა ტალახაძემ დღეს კოლეგას, გიგა ფარულავას დაარტყა]. რესტორანში იმყოფება დეპუტატი დავით კაჭარავაც.
რა ვიცით პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე
პარლამენტში ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენისას ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
„ქართული ოცნების“ წევრები გახარიას პარტიას 2 დეპუტატს, გიგა ფარულავას და გიორგი შარაშიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
“პირველების” მიერ გადაღებულ კადრების მიხედვით, ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობენ, „ქართული ოცნების“ შემდეგი წევრები:
- არჩილ გორდულაძე,
- ლაშა ტალახაძე,
- ლევან მაჭავარიანი,
- ირაკლი კირცხალია,
- ირაკლი ხელაძე.




