ქადაგიძე: გლობალური ომის პარტიის „ხელის ბიჭები“ უკრაინაში და ხელის გოგო – ფორმალური პრეზიდენტი საქართველოში

გლობალური ომის პარტიის „ხელის ბიჭები“ ში და ხელის გოგო – ფორმალური პრეზიდენტი საქართველოში
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის, ს სიტყვით გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც ზურაბ ქადაგიძე აღნიშნავს, იმ ფონზე, რომ სუს-მა ცოტა ხნის წინ სავარაუდო ტერორისტული აქტი აღკვეთა, რომლის მომზადებაში უკრაინის მოქალაქეებიც იყვნენ ჩართულნი, პრეზიდენტს ამის შესახებ ერთი სიტყვაც არ უხსენებია, რაც მის ანტისახელმწიფოებრივ განწყობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
„ჯერ კიდევ ვერ გაგვიაზრებია, თუ რა მასშტაბის საერთაშორისო საბოტაჟსა და კონფრონტაციის რისკს გადაურჩა ქვეყანა იმ განუხორციელებელი ტერორისტული აქტით, რაც უკრაინის მხრიდან დაიგეგმა და რაც ქართულმა მხარემ აღკვეთა.
ამ ფონზე, უკრაინის ნაძირალა ოფიციოზი რაღაც აბდაუბდა განცხადებით შემოიფარგლა და ყველაზე მთავარი – საქართველოს ფორმალურ პრეზიდენტს არც კი გახსენებია, ერთი სიტყვით მაინც გაეკეთებინა სახელმწიფოს მხარდამჭერი განცხადება და სულ რაღაც ორი წუთი დაეთმო დღევანდელ საპარლამენტო გამოსვლაში ამ ბარბაროსული აქტის აღკვეთისთვის.
თუმცა, ერთი ჯოხის ორი ბოლოა – გლობალური ომის პარტიის „ხელის ბიჭები“ უკრაინაში და ხელის გოგო – ფორმალური პრეზიდენტი საქართველოში!“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ