სტამბოლში, სასამართლოს შენობაზე შეიარაღებული თავდასხმის მცდელობისას 6 ადამიანი დაიჭრა, ლიკვიდირებულია 2 თავდამსხმელი

სტამბოლში, ჩაგლაიანის სასამართლოსთან სროლა იყო, რის შედეგადაც 6 ადამიანი, მათ შორის 3 პოლიციელი დაიჭრა, – ინფორმაციას მედია საშუალებები თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე, ალი ერლიკაიაზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ ლიკვიდირებულია ორივე თავდამსხმელი – ქალი და მამაკაცი.
შეიარაღებულმა პირებმა თავდასხმა სასამართლოს შენობის შესასვლელთან, დაცვის პუნქტზე განახორციელეს.
ერლიკაიას ინფორმაციით, თავდამსხმელები რევოლუციური სახალხო განმათავისუფლებელი პარტია-ფრონტის, DHKP-C-ის წევრები არიან. აღსანიშნავია, რომ ულტრამემარცხენე ჯგუფი DHKP-C-ი თურქეთში, შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული.
თურქეთის იუსტიციის მინისტრმა ილმაზ თუნჩმა განაცხადა, რომ სტამბოლის მთავარმა პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?