ბენიამინ ნეთანიაჰუ – უნდა მოვახდინოთ ღაზის დემილიტარიზაცია და დერადიკალიზაცია

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, აცხადებს, რომ მისი ძალების მცდელობები ღაზის მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მინიმუმამდე შემცირებულიყო, წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა პრემიერი ამაში „ჰამასს“ ადანაშაულებს.
მისი თქმით, ს თავდაცვის ძალები „ჰამასის“ აღმოსაფხვრელად მოქმედებს, მაგრამ დაჯგუფება მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს.
„კიდევ ერთი რამ, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ჩვენ ვეცდებით დავასრულოთ ეს სამუშაო მშვიდობიან მოსახლეობაში მინიმალური მსხვერპლით, ეს არის ის, რის გაკეთებასაც ჩვენ ვცდილობთ: მინიმალური მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, მაგრამ, სამწუხაროდ, წარმატებულები არ ვართ“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, ისრაელს სურს „საერთო სამხედრო პასუხისმგებლობა ღაზაში ტერორის ხელახალი გაჩენის თავიდან ასაცილებლად“, მაგრამ არა ანკლავის ხელახალი ოკუპაცია.
„ამისთვის, ჩვენ უნდა მოვახდინოთ ღაზას დემილიტარიზაცია და დერადიკალიზაცია. იქ ისრაელისა და პალესტინელისთვის განსხვავებული რეჟიმი და სხვა მომავალი უნდა იყოს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ასევე დაგაინტერესებთ