ტრამპს სურს, ამერიკა კვანტურ გამოთვლებში პირველ ადგილზე იყოს

კიბერ უსაფრთხოებაSci-Techინტერნეტი
ტრამპს სურს, ამერიკა კვანტურ გამოთვლებში პირველ ადგილზე იყოს
ფოტო: Andrew Harnik / Getty Images
-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ხელი მოაწერა ბრძანებას იმის შესახებ, რომ ქვეყანაში კვანტურ კომპიუტერებზე მუშაობა გააქტიურდეს. მიზანი ისაა, რომ ამ ინდუსტრიის განვითარება დაჩქარდეს, რათა სამეცნიერო წინსვლას შეუწყონ ხელი და სამომავლო პოტენციური კიბერშეტევებისგან დაიცვან.
კვანტური გამოთვლების განვითარება -ს წინსვლის კვალდაკვალ კიდევ უფრო მეტადაა მოსალოდნელი. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, შეიძლება ეს ინდუსტრია ჩინეთსა და აშშ-ს შორის ტექნოლოგიურ შეჯიბრებაში მთავარ ბრძოლის ველადაც იქცეს. აღსანიშნავია, რომ კვანტური კომპიუტერები ჩინეთისთვისაც ძალიან პრიორიტეტულია.
“კვანტურ ტექნოლოგიებში ამერიკის ლიდერობის მისაღწევად უპრეცედენტო ინვესტიციების ჩადებას ვაპირებთ”, — განაცხადა ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ხელის მოწერის ცერემონიაზე.
The Wall Street Journal-ის მიხედვით, პირველი ბრძანება ისაა, რომ ფედერალურმა სააგენტოებმა კერძო სექტორებთან და მკვლევრებთან ერთად იმუშაოს. ამ თანამშრომლობის მიზანი 2028 წლისთვის იმდენად მძლავრი კვანტური კომპიუტერის შექმნაა, რომ მან სამეცნიერო კვლევების ჩატარებაც კი შეძლოს. ეს მიღწევა დაამტკიცებს, რომ ასეთ კვანტურ მოწყობილობებს მნიშვნელოვანი პრაქტიკული დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს. ამ დროისთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მათი მეშვეობით რთული განტოლებების ამოხსნაა შესაძლებელი, თუმცა რეალური გამოყენების სფეროები ნაკლებადაა დემონსტრირებული.
თუ ამ ყველაფერს მართლაც შეძლებენ, კვანტური კომპიუტერები იმ ამოცანებსაც ამოხსნის, რომლებსაც კლასიკური კომპიუტერი ვერ ართმევს თავს, თანაც უფრო სწრაფად. ტრადიციული ბიტების (0 და 1) გამოყენების ნაცვლად, კვანტური კომპიუტერი კუბიტს იყენებს. ეს უკანასკნელი შეიძლება ერთდროულად ორივე მდგომარეობაში იყოს (ორი მნიშვნელობა ჰქონდეს), რაც მას მეტი ინფორმაციის შენახვის საშუალებას აძლევს.
გარდა ამისა, კუბიტები შეიძლება ერთმანეთთან გადახლართულიც იყოს და მსგავსი მდგომარეობაც ჰქონდეს. ეს ნიშნავს, რომ ერთი კუბიტის მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში მეორეც მყისიერად იცვლება, რაც გამოთვლების სისწრაფეს მნიშვნელოვნად ზრდის. თანამედროვე ინფორმაციულ ეპოქაში ამას შეიძლება ცუდი შედეგებიც მოჰყვეს. მაგალითად, თუ ოდესმე კვანტური კომპიუტერი დაშიფვრის ალგორითმებს ამოიცნობს, შეიძლება კიბერუსაფრთხოების მხრივ “აპოკალიფსიც” დადგეს.
სწორედ ამ შესაძლო სცენარს ეხება ტრამპის მეორე ბრძანება. კერძოდ, სამთავრობო სააგენტოებმა “პოსტ-კვანტური კრიპტოგრაფია” (PCQ) უნდა დააჩქაროს. ეს ისეთი ალგორითმების შექმნას გულისხმობს, რომლებსაც მძლავრი კვანტური კომპიუტერებისგან “შეტევების” მოგერიება შეეძლება. ამის მიღწევის სამიზნე თარიღად ტრამპმა 2035 წელი დაასახელა (ბაიდენის ადმინისტრაციას 2031 წელი ჰქონდა მითითებული).
სხვათა შორის, მიმდინარე წლის დასაწყისში Google-მა PCQ-სისტემების შექმნის თარიღად 2029 წელი დაასახელა. ამ ყველაფერთან ერთად, ტრამპის ბრძანების თანახმად, პენტაგონმა 2028 წლისთვის ე.წ. კვანტური სენსორები უნდა დაამონტაჟოს. ეს მოწყობილობები ფიზიკურ გარემოში უკიდურესად მცირე ცვლილებების აღმოსაჩენადაა შექმნილი.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
გარემოსთვის რომელი უფრო საზიანოა: ელექტრომობილები, თუ საწვავზე მომუშავე მანქანები? — კვლევა3375 ნახვა
წყურვილის 2 სახე არსებობს: აი, როდის როგორ გვწყურია2198 ნახვა
კოსმოსური ობსერვატორია დედამიწაზე ვარდება, თუმცა NASA მის გადარჩენას აპირებს1797 ნახვა
რუსების გადაწყვეტილების გამო NASA-ს ასტრონავტებს კინაღამ ევაკუაცია მოუწიათ1502 ნახვა
ტესტი: რამდენად კარგად გახსოვს ფეხბურთის ტექნოლოგიური რევოლუცია?1435 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
დედამიწა
ვენესუელა “ორმაგი მიწისძვრის” მსხვერპლი გახდა — აი, რა ვიცით
ვენესუელა “ორმაგი მიწისძვრის” მსხვერპლი გახდა — აი, რა ვიცით
გადახედვა

-ის დახმარებით მეცნიერებმა ვეზუვის ამოფრქვევისას დამწვარი პაპირუსი გაშიფრეს
AI-ის დახმარებით მეცნიერებმა ვეზუვის ამოფრქვევისას დამწვარი პაპირუსი გაშიფრეს
გადახედვა
კოსმოსი
NASA-ს მარსმავალმა წითელ პლანეტაზე რთულ ორგანულ ნაერთს მიაგნო — სიცოცხლის კვალი?
NASA-ს მარსმავალმა წითელ პლანეტაზე რთულ ორგანულ ნაერთს მიაგნო — სიცოცხლის კვალი?
გადახედვა
კოსმოსი
სატურნის თანამგზავრის ბუნებრივი რესურსები შეიძლება სამომავლო მისიების დროს გამოვიყენოთ
სატურნის თანამგზავრის ბუნებრივი რესურსები შეიძლება სამომავლო მისიების დროს გამოვიყენოთ
გადახედვა
ტექნოლოგიები
ჰუმანოიდი რობოტები ბრძოლის ველზე — რეალობა თუ ფანტასტიკა?
ჰუმანოიდი რობოტები ბრძოლის ველზე — რეალობა თუ ფანტასტიკა?
გადახედვა
ინტერნეტი
ისრაელმა ირანში Starlink-ის სისტემები შეაპარა — ყოფილი პრემიერ-მინისტრი
ისრაელმა ირანში Starlink-ის სისტემები შეაპარა — ყოფილი პრემიერ-მინისტრი
გადახედვა
ტექნოლოგიები
ხელოვნური ყინულის პირამიდები ინდოეთის მაღალმთიანი სოფლების გადასარჩენად
ხელოვნური ყინულის პირამიდები ინდოეთის მაღალმთიანი სოფლების გადასარჩენად
გადახედვა
ფლორა და ფაუნა
ფრინველის გრიპი H5N1 უკვე ყველა კონტინენტზეა — ის ავსტრალიაშიც დააფიქსირეს
ფრინველის გრიპი H5N1 უკვე ყველა კონტინენტზეა — ის ავსტრალიაშიც დააფიქსირეს
გადახედვა

ყოველი მესამე ამერიკელი სამედიცინო რჩევას AI ჩატბოტს ეკითხება — აი, რატომ
ყოველი მესამე ამერიკელი სამედიცინო რჩევას AI ჩატბოტს ეკითხება — აი, რატომ
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
AI ჩვენს პროფესიულ უნარებს აქვეითებს? — რას ამბობს ადრეული კვლევები
AI ჩვენს პროფესიულ უნარებს აქვეითებს? — რას ამბობს ადრეული კვლევები