– მთავრობაში ცვლილებები პარტნიორებთან ურთიერთობებზე გავლენას არ მოახდენს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ მთავრობაში ცვლილებები პარტნიორებთან ურთიერთობებზე გავლენას არ მოახდენს.
„ჩვენ შეიძლება გუნდის შიგნით ტაქტიკის შესახებ ვისაუბროთ, მაგრამ ჩვენ ყველანი სტრატეგიული მიზნის გარშემო ვართ გაერთიანებული, რასაც უკრაინაში რუსეთის დამარცხება და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენა წარმოადგენს. აღნიშნული სტრატეგიული მიზნის შესახებ არანაირი დისკუსია არ მიმდინარეობს“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, პრეზიდენტს კონსტიტუციური უფლება აქვს და თუ საჭიროდ ჩათვლის უკრაინის არმიის მთავარსარდლის გადაყენება შეუძლია.
შეგახსენებთ, გუშინ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ იგი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გადაყენებასა და უკრაინის ხელმძღვანელობის გადატვირთვაზე ფიქრობს.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია