ბორელი კიევშია და უკრაინას ევროკავშირის “ურყევ მხარდაჭერას” უდასტურებს

საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კიევშია. ჯოზეფ ბორელის თქმით, ვიზიტის მიზანია, ხაზი გაუსვას სადმი ევროკავშირი „ურყევს მხარდაჭერას“.
ბორელის თქმით, შეხვედრებზე განიხილება უკრაინისადმი სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის საკითხები. ამასთან, ბლოკში გაწევრიანების გზაზე, კიევის მხრიდან, რეფორმების განხორციელების პროგრესი. მას შემდეგ, რაც ში კიდევ ერთხელ შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო, კიევში ეს ბორელის მეოთხე ვიზიტია.
გასულ კვირაში, ევროკავშირმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ღირებულების მხარდაჭერის პაკეტი დაამტკიცა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალური მედიის პლატფორმა X-ზე განაცხადა, რომ ევროკავშირი გადახდების დაწყებას მარტში აპირებს. უკრაინის მთავრობამ განაცხადა, რომ დაახლოებით 4,5 მილიარდ ევროს, ევროკავშირისგან, მომავალ თვეში მიიღებს.
თუმცა, კვლავ გაურკვეველი რჩება უკრაინისადმი -ს დახმარების ძირითადი პაკეტის ბედი. საკითხი, შიდაპოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, ჯერ კიდევ კონგრესში განიხილება.
ამ ფონზე, უკრაინის სამხედრო ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ საბრძოლო მასალისა და საარტილერიო ჭურვების დეფიციტის რისკის წინაშე დგანან.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „მაკკეინის ინსტიტუტის“ დასკვნა არის ლუსტრაცია, როგორ იგეგმება არეულობები, პირდაპირ დებს სცენარს, რომ იქნება პროტესტი დამკვირვებლების მიერ არჩევნების შედეგების აღიარების მიუხედავად

მამუკა მდინარაძე -კახეთის ისტორია არის სამშობლოსთვის ბრძოლის და გმირობის ისტორია, მამულის, ენის და სარწმუნოებისათვის ბრძოლის ისტორია – ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, ცივილიზებულ სამყაროშიც ამ გამოწვევის წინაშე ვიქნებოდით