უკრაინელებმა რუსეთის ორენბურგის ოლქში, ფრონტის ხაზიდან 1200 კილომეტრზე მეტ მანძილზე, გაზის გადამამუშავებელი ქარხანასა და რუსეთის ერთადერთ ჰელიუმის ქარხანას დაარტყეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
„საწარმოების ტერიტორიაზე ხანძარი დაფიქსირდა. ზარალის ოდენობა დგინდება“, – აცხადებენ გენშტაბში.
მათი განმარტებით, ორენბურგის გაზის გადამამუშავებელი ქარხანა და ორენბურგის ჰელიუმის ქარხანა ერთ კომპლექსს ქმნიან.
ორენბურგის გაზის გადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრე 45 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს შეადგენს; ქარხანა გაწმენდილ ბუნებრივ აირს და გოგირდს აწარმოებს (რომელსაც ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და შავი დენთის წარმოებისთვის გამოიყენება).
ჰელიუმის ქარხანაში კი ჰელიუმსა (ინერტული აირი, რომელიც გამოიყენება თხევადი საწვავის სარაკეტო ძრავებსა და მართვის სისტემებში) და ეთანს აწარმოებენ.
