საქართველოს გენერალური პროკურორის პირველ მოადგილედ კახაბერ მურადაშვილი დაინიშნა. ინფორმაცია საქართველოს პროკურატურის ვებგვერდზეა განთავსებული.
უწყების ცნობით, მურადაშვილი აღნიშნულ თანამდებობაზე 2026 წლის 22 ივნისს დაინიშნა.
“2018-2026 წლებში იკავებდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ თანამდებობებს, მათ შორის იყო ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი, ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე (გამოძიების ხაზით), შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი.” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მანამდე ამ თანამდებობას ზურაბ ბელთაძე იკავებდა. ის გენერალური პროკურორის მოადგილედ რჩება.