გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული დაბა ბახმაროში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად დაბა ბახმაროში, კურორტზე არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, 2026 წელს ბახმაროს ინფრასტრუქტურული განვითარების ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება იგეგმება, რაც კურორტის განვითარებასა და კეთილმოწყობას შეუწყობს ხელს.
დაბის ინფრასტრუქტურული განვითარების ფარგლებში დაგეგმილია შიდა გზების რეაბილიტაცია, ნაპირსამაგრი სამუშაოების, ორი საავტომობილო ხიდის და მინი საფეხბურთო მოედანის მოწყობა.
მასშტაბური სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება და 2027 წელს დასრულდება.
დაბა ბახმაროში ასევე იმყოფებოდნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი მინდია ჟღერია და საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ბერძენიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა